იაპონელებმა მელოტი მამაკაცები გამოიკვლიეს და...

მელოტი მამაკაცები გულსისხლძარღვთა დაავადებებისკენ არიან მიდრეკილნი. აღნიშნული ფაქტი იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს.

სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც დაკვირვება მოხდა 37 ათას მელოტ ადამიანზე და დადგინდა რომ მათ 32%-ს გულის დაავადებები აწუხებდა. კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ დაავადების განსაღვრა სიმელოტის ტიპის გათვალისწინებითაც შესაძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო ცოდნის ფლობის შემთხვევაში ექიმებს მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა სიმელოტის მეშვეობითაც შეეძლებათ.

კომენტარი