სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გენეტიკა და დაავადებები

მეცნიერების აზრით, სხვადასხვა დაავადებების განმაპირობებელი მიზეზი ხსირად მემკვიდრეობითობია. ამიტომ მშობლების ჯანმრთელობაზე, გენეტიკაზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. რიგი ავადმყოფობების 70-80 პროცენტი სწორედ გენეტიკური ფაქტორები იწვევს. ერთერთი ასეთი დაავადებაა შაკიკი, რომელში დამნაშავეც გენი tresk – ია. თუ ის არასწორად ფუნქციონირებს, ეს შაკიკის მიზეზი შეიძლება გახდეს.

დედის ხაზით ხშირად გადადის ონკოლოგიური დაავადება – სარძევე ჯირკვლების კიბო. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მკერდის კიბოს დაახლოებით 3 პროცენტი მემკვიდრეობითი ფაქტორებითაა გამოწვეული. თუ დედას ეს კიბო ადრეულ ასაკში ჰქონდა, მაშინ შვილის დაავადების საფრთხე მკვეთრად მატულობს. მემკვიდრეობით გადაეცემა აგრეთვე დეპრესიისკენ მიდრეკილებები, მაგალითად, მშობიარობის შემდგომი დეპრესია და სხვა.

გენების გავლენის შესახებ, სამეცნიერო წრეებში დაუსრულებელი დავა მიდის. სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებს გენეტიკური დაავადებების სიაში შეჰყავთ ასევე სიმსუქნე, რევმატიული ართრიტი, კარდიოლოგიური დაავადებებიც კი. ამერიკელი მეცნიერების აზრით, თუ მშობელს ინსულტი აქვს გადატანილი, არის საშიშროება, რომ შვილიც დაავადდეს გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100