საუკუნის აღმოჩენა - ფუტკრის შხამი კიბოს კურნავს

ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ფუტკრის შხამს კიბოს განკრნება შეუძლია. ჟურნალ თაიმის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ის შესაძლოა გახდეს კიბოს გარკვეული სახეობების სამკურნალო წამლის მთავარი ინგრედიენტი.

ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმმა დაადგინეს, რომ ფუტკრის შხამის ერთ-ერთ კომპონენტს კიბოს უჯრედების ზრდის შეწყვეტა შეუძლია. ახალი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მკვლევარებმა სან-ფრანცისკოში გამართულ ქიმიკოსთა 248-ე ნაციონალურ შეხვედრაზე გაასაჯაროვეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ცდები ჩაატარეს გველის, მორიელისა და ფუტკრის შხამზე, შედეგად კი დადგინდა რომ უკურნებელ სენად მიჩნეული კიბოს დამარცხება ფუტკარს შეუძლია. აღნიშნულ გამოკვლევას მეცნიერი დიპანჯან პენი ხელმძღვანელობდა.

კომენტარი