სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხორცი და ჰოთ-დოგები მანიაკალურ სინდრომს იწვევს - მეცნიერების საგანგაშო დასკვნა

Johns Hopkins Medicine-ის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც ხანგრძლივი კვლევის საგანგაშო შედეგებია ასახული.


როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ხორცის მიღებამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს, ეს კი იმით არის განპირობებული, რომ მასში შემავალი ნიტრატები ტვინის უჯრედებზე უარყოფითად მოქმედებს. კვლევაში სხვადასხვა ასაკის 1000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და შედეგიც ამის მიხედვით მომზადდა. აღმოჩნდა, რომ ხორცი და ხორცპროდუქტები, როგორიცაა ჰოთ-დოგი, ჰამბურგერი, სოსისები და ძეხვეულობა განსაკუთრებულად დიდი ოდენობით შეიცავს ნიტრატებს, რომელიც შესაძლოა ისეთი უარყოფითი შედეგით დასრულდეს, როგორიცაა მანიაკალური სინდრომის ჩამოყალიბება. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ ტვინი მომართულია ემოციურად, აქვს აქტიური იმპულსები და ადამიანს აწუხებს აღგზნებადობა და შფოთვა, რასაც თავის მხრივ ხორცის ხშირი მიღება იწვევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100