იტალიაში პირველყოფილი "ვამპირის" სამარხი აღმოაჩინეს

არიზონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგ-მეცნიერებმა ცენტრალურ იტალიაში ექსპედიის დროს აღმოაჩინეს უძველესი სამარხი, რომელიც ათი წლის ბავშვს ეკუთვნის.

უცნაური ის არის, რომ გარდაცვლილ მოზარდს დაკრძალვამდე პირში ქვები ჩაუწყვეს და ისე დამარხეს. სწორედ ამ ქვებმა გახადა სამარხი კიდევ უფრო საინტერესო და მეცნიერები მიხვდნენ, რომ მას ბევრად დიდი ისტორია გააჩნია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ძველი ლეგენდის თანახმად, ადგილობრივი მაცხოვრებლები მიცვალებულს პირში იმ შემთხვევაში უდებდნენ ქვებს, თუ მათ ამ გარდაცვლილისგან რაიმე საფრთხე ელოდათ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი თავის დაცვის მიზნით მიცვალებულის პირს ქვებით ტენიდნენ. რისგან უნდა დაეცვათ თავი და რას ემსახურება ეს რიტუალი? - ძველად სჯეროდათ, რომ ასეთი ქმედებით გარდაცვლილს აღარ ჰქონდა შანსი გაცოცხლებულიყო და გარშემომყოფები დაეკბინა. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც მაშინდელ საზოგადოებას ვამპირების არსებობის სჯეროდა.
გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ბავშვი მალარიით არის გარდაცვლილი. იმ პერიოდში არა თუ ამ დაავადების განკურნება შეეძლოთ, არამედ მათთვის უცხო იყო სიმპტომებიც კი. შესაბამისად, რადგან ამ დაავადებას ახასიათებს კბილების აბსცესი (ჩირქის გროვა ღრძილებზე), მოზარდი ვამპირად მიიჩნიეს და მისი გარდაცვალების შემდეგ მეტი უსაფრთხოებისთვის პირი ქვებით ამოუქოლეს.

კომენტარი