ჯანმრთელობის 7 მოულოდნელი პრობლემა, რომელიც კონცენტრაციაში ხელს გვიშლის

მეხსიერების გაუარესება, კონცენტრაციის დაკარგვა, ცუდი განწყობა, დაღლილობა - ეს ყველაფერი ტვინთან დაკავშირებული პრობლემების მანიშნებელია. მისი გამოწვევა სხვადასხვა მიზეზებით არის შესაძლებელი, ყველაზე ხშირად კი ჯანმრთელობის იმ მოულოდნელ პრობლემებს უკავშირდება, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ:


გაზრდილი შფოთვა


ერთია, როდესაც სანერვიულოდ გარკვეული მიზეზი გაქვთ, თუმცა, როდესაც სერიოზული მიზეზი არ არსებობს და უბრალოდ მოსვენებას ვერ პოულობთ, ამას კი პერმანენტული ხასიათი ეძლევა, მაშინ ეს მდგომარეობა ქრონიკული ხდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონებრივი კონცენტრაციის შემცირება და აზრების გაურკვევლობა.

მედიკამენტების გვერდითი მოვლენები


ზოგიერთ წამალს შეუძლია გამოიწვიოს მეხსიერების პრობლემა, ბუნდოვანი შეგრძნებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი უკვე ასაკოვანია. ასეთი გვერდითი მოვლენები, ძირითადად, ანტიკონვულენტური და სედატიური თვისებების დამახასიათებელია და ძლიერ დამამშვიდებელ პრეპარატებსა და ტკივილგამაყუჩებლებს ახასიათებთ.

უძილობა


უძილობა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც, მეცნიერთა აზრით, გახდა მსოფლიო მასშტაბის რეალური ეპიდემია, ბევრი უსიამოვნების მომტანია. უპირველეს ყოვლისა, ხელს გვიშლის კონცენტრირებაში და ქმნის მეხსიერების პრობლემებს, მაგრამ მხოლოდ ტვინი არ არის უძილობის მსხვერპლი: მისი პირდაპირი კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასთან ერთად დადასტურდა.

ორგანიზმში რკინის დეფიციტი


რკინა ადამიანის ორგანიზმში ასრულებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას- ის ორგანოებს, მათ შორის ტვინის, ჟანგბადით ამარაგებს, შესაბამისად, მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემები. აუცილებელია, პერიოდულად გადავამოწმოთ ხოლმე სისხლი და გავიგოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი ჰემოგლობინი.

ვიტამინ B12-ის დეფიციტი


სხვა გამაფრთხილებელი ნიშნებია კიდურების სისუსტე და უწესრიგობის განცდა. რისკ-ჯგუფში შედიან მოხუცები და ისინი, ვინც საკვები რაციონიდან ცხოველური პროდუქტების მოხმარება სრულად ამოიღეს.

ქრონიკული დაღლილობა


ქრონიკული დაღლილობის სინდრომს სხვადასხვა სიმპტომები აქვს, მათ შორის თავის ტკივილი. მას ახასიათებს მოკლევადიანი მეხსიერება და კონცენტრირების პრობლემა.

ფიბრომიალიგია


ეს არის ქრონიკული ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, რომელიც ხშირად ემართებათ მათ, ვისაც სტრესი აქვს. ექიმები აღნიშნავენ, რომ ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ძნელია კონცენტრირება, სიტყვების შერჩევა და ხანგრძლივი საუბარი.



კომენტარი