კვირის მთავარი ამბები

ბურჯანაძე ნოღაიდელს ეკეკლუცება ნინო ბურჯანაძემ შესაძლოა ადგილობრივ არჩევნებში „ეროვნულ საბჭოს“ დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ თავად „ეროვნულ საბჭოში“ საუბრობენ და არ არის გამორიცხული, ბურჯანაძის პარტიაში მობილიზაცია გამოცხადდეს. თვითონ ბურჯანაძე ამის თაობაზე არ საუბრობს. ბურჯანაძისა და ნოღაიდელის ინტერესები იქ იკვეთება, სადაც სახელმწიფო გადატრიალების სცენარია დამუშავებული. ბურჯანაძის პარტიის წევრების ნაწილი როგორც ცნობილია, იარაღის უკანონო შენახვისთვის არიან დაკავებულები. ნოღაიდელს კრემლში ახალი დირექტივები ელის ივნისის შუა რიცხვებში მოსკოვში ნოღაიდელის „კამანდა“ კრემლის ლიდერებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებას მიეძღვნება. ეს ფორმალურად, არაფორმალურად კი ნოღაიდელი სააკაშვილის ხელისუფლების დამხობის გეგმებზე კრემლში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. შაშიაშვილი „გვაბოლებს“? პროექტი „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით 7 მაისიდან უნდა გასულიყო, პოლიტიკური პარტიებისთვის დათმობილ დროში. უნდა გამოცემულიყო ასევე საინფორმაციო ბიულეტენები, რომელშიც ამ პროექტის შედეგები უნდა ასახულიყო. დათქმულ ვადაში პროექტი ისევ ვერ გავიდა. საზოგადოების ნაწილი კი ამ პროექტის მიმართ ინტერესს იჩენს. თემურ შაშიაშვილის ცნობით მას გააჩნია ინფორმაციები, რომელიც ხელისუფლების დისკრედიტაციას გამოიწვევს. ასლანის გაქცევის 6 წლისთავი აღინიშნა ბათუმში 6 მაისს აჭარის რევოლუციის იუბილეზე მიხეილ სააკაშვილი ბათუმის საზოგადოებას შეხვდა. სააკაშვილმა გაიხსენა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდი. მან თქვა, რომ აბაშიძემ საქართველოს კონსტიტუციის იგნორირებით აჭარის მეთაურად გამოაცხადა თავი, სააკაშვილის ინაუგურაციის დროს ხალხი არ მიუშვა მასთან, ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა და ხიდები ააფეთქა. „ეს იყო კლასიკური სახის სეპარატიზმი“, - აღნიშნა სააკაშვილმა. ამ პროცესებმა მაინც ვერ შეუშალა ხელი აჭარაში აბაშიძის რეჟიმის დასრულებას. ,,ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“ - ეს სიტყვები სააკაშვილმა აბაშიძის მოსკოვში გაქცევის შემდეგ თქვა. 6 მაისი პოლიციის დღედ გამოცხადდა 6 მაისს ოფიციალურად გამოცხადდა პოლიციის დღე და აღლუმიც საზეიმოდ ჩაიბარა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, პოლიციას წმინდა გიორგი მფარველობს. „ჩვენ გავიზარდეთ ქვეყანაში, სადაც ყაჩაღებს უდგამდნენ ძეგლებს და კომუნისტები და კრიმინალები შერწყმული იყვნენ ერთმანეთთან“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა. მანვე გაიხსენა პოლიციის ეფექტური მოქმედებები 2007 წლის 7 ნოემბერს და ლონდონში განხორციელებული სპეცოპერაცია, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა. რადიკალებმა პოლიციას ქვები დაუშინეს რადიკალ ოპოზიციონერთა „სიურპრიზი“ რომელიც მათ ხელისუფლებისთვის უნდა გაეკეთებინათ 6 მაისის დაგეგმილ აღლუმზე, ჩაიშალა. პოლიციამ შს სამინისტროსთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტა. გაბრაზებულმა ოპოზიციონერებმა ქვები დაუშინეს სპეცრაზმელებს. თან გაიძახოდნენ, სანთლებით ვაპირებდით აღლუმზე მისვლასო. საინტერესოა სანთლები შსს-ს შენობასთან უნდა დაენთოთ? ლევან გაჩეჩილაძემ კი თქვა, მშვიდობიანი მანიფესტაცია სპეცრაზმმა დაარბია და ბავშვები და ქალები სცემაო. ალიანსი იშლება? „ალიანსში“ ვითარება ისევ აირია. ამჯერად კოკა გუნცაძის „ალიანსიდან“ წასვლის ამბავი რეალურია. ალიანსიდან გარბიან ასევე ირაკლი ბათიაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები იყვნენ. ცალი ფეხი ალინსიდან გარეთ აქვს გაყოფილი იეღოველების დიდ დამცველს სოზარ სუბარს. სუბარი ალიანსის არააგრესიულ პოლიტიკას ეტყობა აღარ სცნობს და რადიკალების დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობა მისთვის უფრო სასურველი ხდება. გუნცაძის და სხვათა გაქცევის ფაქტს უკვე მერამდენედ კატეგორიულად უარყოფს ალასანიას მეგობარი ზურაბ აბაშიძე, თუმცა ეს ის შემთხვევაა, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო რომ უნდა ითქვას. ქვასროლია ოპოზიცია ოქრუაშვილმა დაიცვა

ოქრუაშვილი „გაცოცხლდა“. მისმა პარტიამ რადიკალების აქციის დარბევას სპეციალური განცხადება მიუძღვნა. უსტარში დაგმობილია ქვასროლია ოპოზიციის დარბევის ფაქტი, მართალია „მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ წევრებს აქციაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ მაინც გმობენ „ძალადობას’“. ნოღაიდელი - პუტინის ქვევრი? ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევით, საქართველოს მოსახლეობის 62 პროცენტი მხარს უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. ნოღაიდელს რომ ჰკითხო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ნატოს სახელის ხსენებაც არ უნდა. ნოღაიდელის პოზიცია გასაგებია, რასაც პუტინი ჩასძახებს, „დაღლილი ვირიც“ იმას ამოსძახებს ხოლმე. ხაინდრავას „თვითკრიტიკა“ გოგა ხაინდრავა თბილისელების გინებასა და ლანძღვას არ მოეშვა. მერიის წინ გამართულ აქციაზე ხაინდრავამ თქვა, რომ აქციაზე მისული მომიტინგეები არიან მხოლოდ საქართველოს გულშემატკივრები, დანარჩენი თბილისელები კი თურმე შეშინებული და ,,ჩაჯმულნი’’. რეჟისორმა რეზო ესაზემ ამაოდ სცადა ხაინდრავასთვის მიეთითებინა, რომ ბოდიში მოეხადა, ხაინდრავამ არც რეჟისორის რჩევას დაუჯერა და თავისი უცენზურო სიტყვები უკან არ წაიღო. თუმცა, ვანო ჯავახიშვილმა გოგა ხაინდრავას თვითკრიტიკა მოუწონა. ეფ-ბი-აი-ს ხელმძღვანელი თბილისს სტუმრობდა აშშ საქართველოსთან მიმართებაში აქტიურდება. ბირთვული შეიარაღების საწინააღმდეგო სამიტზე სააკაშვილმა მოხსენება გააკეთა, რომელზეც ყურადღება გაამახვილა გამდიდრებული ურანის საქართველოს ტერიტორიაზე გადატანასთან დაკავშირებით. გასულ კვირას კი თბილისს ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი რობერტ მიულერი ეწვია. შეხვედრები შედგა ვანო მერაბიშვილთან და ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან, ვიზიტის მიზანი გასაგები მიზეზების გამო მკაცრად გასაიდუმლოებულია. ბაიდენის ახალი გეგმა მედვედევის ფაფხურს ევროპაში უსაფრთხოების ახალი გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ამერიკამ უპასუხა. ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით ბრიუსელში აშშ ევროპის ქვეყნებს შესთავაზებს ევროპის უსაფრთხოების ახალ სქემას, როგორც ცნობილია, მედვედევის ვარიანტი ევროპამ არ მიიღო და საშველად ისევ ამერიკას უხმო. ბაიდენის ხუთ პუნქტიან დოკუმენტში ორი პუნქტი საგანგებოდ ეხება საქართველოსა და რუსეთის ომს, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ახალ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ ამერიკა აუცილებლად უპასუხებს. ძიძიგური შესაძლოა ხულიგნობისთვის დასაჯონ ჩოლოყაშვილის ქუჩაძე ზვიად ძიძიგურის სახლთან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა პლაკატების გაკვრა სცადეს, რასაც ძიძიგურის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მან ჯერ აქტივისტები სცემა და გაისროლა მათი მისამართით, მერე კი მასთან კომენტარზე მისული ტელეჟურნალისტები გამოლანძღა. ეტყობა ძიძიგური ოპოზიციის უშედეგო ქმედებებით იყო გაბრაზებული. ნოღაიდელმა ხელისუფლების დასამხობად გეგმები შევიმუშავოთო ნოღაიდელი არასაპარლამენტო ოპოზიციის ქმდებებით უკმაყოფილოა და ხელისუფლების დასამხობად უფრო თანმიმდევრული გეგმის ჩამოყალიბების საჭიროებაზე საუბრობს. მისი თქმით ოპოზიციის აქეთ-იქით სირბილი დროის კარგვაა და ახალი სამოქმედო გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ხელისუფლებას დაამხობს. როგორც ჩანს ნოღაიდელი მოსკოვში სწორედ ამ გეგმის შესათანხმებლად არის ჩასული.

კომენტარი