ნიორი ყურში - გაციებისა და ვირუსის სამკურნალო მეთოდი, რომელიც ბევრმა არ იცის

ნიორი რომ ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ეს დიდი ხნის ცნობილი ფაქტია ყველასთვის. აღნიშნული უნიკალური პროდუქტი ხელს უწყობს გაციებისა და ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ნიორი ეფექტური და ხელმისაწვდომი ხალხური საშუალებაა. ის კარგად გაუმკლავდება სხვადასხვა დაავადებებს. მცენარე რეკომენდებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ქალებისთვის, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ბავშვებისთვისა და ზრდასრული ადამიანებისთვის. ნიორს გააჩნია ზოგადი გამაძლიერებელი და ანტივირუსული მოქმედება სხეულზე.

ნივრის ფიტონციდები (ბუნებრივი ანტიმიკრობული ნივთიერებები) დეზინფექციას უტარებენ ნაზოფარინქსის მთელ არეალს, აფერხებენ მიკრობების, ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ მისი მცირე ნაჭრები არ მოხვდეს ყურის არხში, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ძლიერი გაღიზიანება. აქედან გამომდინარე, ქსოვილი ბინტით უნდა დაიცვათ, რომელშიც გახვეული იქნება ნიორი.

ნივრის სამკურნალოდ გამოყენება გაციების წინააღმდეგ შესაძლებელია შემდეგნაირად:

1. ერთი კბილი წვრილად დაჭერით და ერთი საათის განმავლობაში დატოვეთ საჭრელ დაფაზე. ამ დროის განმავლობაში, ნიორი კიდევ უფრო სასარგებლო გახდება. წვრილად დაჭრილი ნიორი გაახვიეთ თხელ ბინტში და მოათავსეთ ყურის ნიჟარაში. პირველადი ხმარებისას გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, რათა დააკვირდეთ თქვენს კანს და ალერგიული ფონი გამორიცხოთ. მეორე ჯერზე უკვე 30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.

2. შესაძლებელია ასევე წვეთების სახით მიღება - გაარჩიეთ რამდენიმე კბილი ნიორი და გაწურეთ წვენი, შეურიეთ ზეითუნის ზეთი 1: 3 თანაფარდობით. ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი . მკურნალობის ხანგრძლივობაა ორი კვირა.

3. ნიორს მოიხმარენ ასევე გახეხილ მდგომარეობაში - ბინტში გახვეული გახეხილი ნიორი მოათავსეთ ყურის ნიჟარაში 20 წუთით. ყველაზე ეფექტური სწორედ ეს უკანასკნელია.

ბოსტნეულის დაფუძნებული რეცეპტები უვნებელი და ეფექტურია, მაგრამ მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობისთვის უმჯობესია ნივრის არომათერაპია.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა პროცედურა უნდა ჩატარდეს ფრთხილად, ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად.

კომენტარი