პროფესიები რომლებიც კალორიების მატებას განაპირობებენ

ანალიტიკურმა კომპანია Harris Interactive-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობას 5700 სხვადასხვა პროფესიის მქონე ადმაიანი იღებდა. შედეგად კი გაირკვა, რომ გარკვეული პროფესიის მქონე ადამაინებში ზედმეტი კალორიების მატების რისკფაქტორი განსაკუთრებით მაღალია. აღნიშნული პროფესიების პირველი ათეული კი ქვევით არის მოყვანილი:

1. ტურაგენტი

2. მოსამართლე

3. იურისტი

4. სოციალური მუშაკი

5. მასწავლებელი

6. მხატვარი

7. დიზაინერი

8. არქიტექტორი

9. პოლიციელი

10. პროგრამისტი

რა თქმა უნდა ბევრს გააკვირვებს ეს სია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყოველივე ცხოვრების აქტიურ თუ პასიურ რიტმზე არ ყოფილა დაფუძნებული, თორემ სიის ლიდერი პროგრამისტი უნდა ყოფილიყო. ეს ყოველივე იმ ემოციებზეა დაფუძნებული რომლის გამომჟღავნებაც ამ პროფესიის მქონე ადამიანებს სამუშაო დღის განმავლობაში უხდებათ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ემოციები და მათი გამოხატვა ცხიმიანობის მატებასა თუ კლებას უწყობს თურმე ხელს.

ალბათ მიხვდებოდით, რომ ტურაგენტს, მოსამართლესა და იურისტს არ აქვთ უფლება პირადი შეხედულებები სააშკარაოზე გამოიტანონ და ისინი ემოციებს საკუთარ თავში ახშობენ, სწორედ ამიტომ ლიდერობს ეს სამი პროფესია აღნიშნულ ათეულში.

კომენტარი