ამის წაკითხვის შემდეგ ქალს სულ სხვა თვალით შეხედავთ - ნაწილი 2

დრონი.ჯი-ს მიერ მომზადებული სტატია სახელწოდებით, „ამის წაკითხვის შემდეგ ქალს სულ სხვა თვალით შეხედავთ“ რომელშიც თავმოყრილი იყო ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქალზე მკითხველისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მისი მეორე ნაწილიც შემოგთავაზოთ, სადაც სხვა არანაკლებ საინტერესო ფრაზებია თავმოყრილი.

„ქალები მამაკაცებზე უფრო ჭკვიანები არიან, რადგან იციან უფრო ცოტა და ხვდებიან უფრო მეტს.“ - ჯეიმს სტეფენსი

„ქალი წმინდაა, ხოლო ქალი რომელიც გიყვარს - ორმაგად წმინდა“ - ალექსანდერ დიუმა.

„ღმერთმა მისცა ქალს სილამაზე რათა ის შეუყვარდეს მამაკაცს და არ მისცა ჭკუა რათა მან შეძლოს მამაკაცის შეყვარება“ -ფაინა რაჰევსკაია

„მე მზად ვარ ვიცხოვრო სამყაროში, რომელსაც მართავენ მამაკაცები, მანამ სანამ შემიძლია ვიყო ამ სამყაროში ქალი“ - მერლინ მონრო

„ქალის ეჭვი ბევრად უფრო ზუსტია ვიდრე მამაკაცის მიერ დარწმუნებით ნათქვამი“ - ჯოზეფ რედიარდ კიპინგი

„შეიკავო თავი, როდესაც ნაწყენი ხარ და არ მოაწყო ისტერიკა როდესაც გტკივა - აი ეს ნიშნავს იყო ნამდვილი ქალი.“ - კოკო შანელი

„როდესაც დუმს ქალი, რომელსაც ბევრი აქვს სათქმლი, ამ დროს სიჩუმე დამაყრუებელია!“ - ანა ი კაროლი

„მამაკაცი, რომლიც ქალს მცირე ნაკლოვანებებს არ პატიობს, ვერსაოდეს ეღირსება მის დიდებულ ღირსებებს“ - ხამილ ჯუბრანი

„როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქალი, ის ელის თავისზე უფრო ძლიერ მამაკაცს. არა იმისთვის, რომ მამაკაცმა მას თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ იმისათვის, რომ მისცეს უფლება იყოს სუსტი“ - ანჯელინა ჯოლი

„ქალის სილამაზე არც სამოსშია, არც ფიგურასა და ვარცხნილობაში. ქალის სილამაზე თვალებშია, რადგან სწორედ თვალებია გულის ჭიშკარი, გულში კი სიყვარული ცხოვრობს.“ - ოდრი ჰეპბერნი

„თუ ქალი შენს გვერდით უსიყვარულოდაა, ის შენ ძვირს გადაგახდევინებს ამაში, მაგრამ თუ გვერდით გყავს ქალი, რომელსაც უყვარხარ შენ ეს ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდება“ - რიჩარდ ილდინგტონი.

„უმჯობესია იყო მოღალატე, ვიდრე ერთგული ერთგულების სურვილის გარეშე“ - ბრიჯიტ ბარდო

„ჭკვიანი ქალია ის, რომლის გვერდითაც შეგიძლია მოიქცე ისე სულელურად როგორც მოგესურვება“ - პოლ ვალერი.

„მე დედა ვარ, დედა კი არასოდეს არის მარტოსული“ - კატრინ დენევი

„სიყვარული საუკეთესო კოსმეტიკაა“ - ჯინა ლოლობრიჯიდა

„როდესაც აღარ მეყოლება მტრები, ჩავთვლი, რომ აღარაფრად ვღირვარ“ - მარია კალასი

„თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, მაშინ სხვაც არ შეგიყვარებს“ - ალა პუგაჩოვა.

კომენტარი