გურამ პეტრიაშვილი: „მე ვეღარავის მოველანდები...“ (ვიდეო)

,,მე აღარავის მოველანდები, თუმცა ბევრს ახსოვს საქართველოში, რომ ვარსებობ, რაც არ სიამოვნებთ“, – ამბობს ზვიად გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს წევრი, გურამ პეტრიაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს იქიდან ადევნებს თვალს. მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი პეტრიაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მისი ლიკვიდაციის მუქარის გამო წავიდა. ზღაპრებისა და მოთხრობების ავტორი ახლა ახალ ნაწარმოებებზე მუშაობს და პოლიტიკურ პროცესებში აღარ ერევა.

რატომ არ მოსწონს მას ხელისუფლება და კიდევ უფრო ოპოზიცია? ვის ადებს ხელს პეტრიაშვილი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ბრალდებით და როდის აპირებს საქართველოში დაბრუნებას?

„ავტომატიან წითელ ინტელიგენციასა“ და ახალგაზრდა პოლიტიკოსთა მოღვაწეობაზე ,,პრესა.ჯი’’ გურამ პეტრიაშვილს ესაუბრა:

რას საქმიანობთ უკრაინაში?

– არაფერს, ვწერ, ჩემი საქმე ახლა მხოლოდ წერაა და ვწერ.

რას წერთ?

– ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებაა ლიტერატურა. ვწერ ახალ ზღაპრებს და მოთხრობებს.

თუ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

– მე არ მინახავს არცერთ ქართველი, რომელიც არ აპირებდეს საქართველოში დაბრუნებას.

თქვენ როდის გეგმავთ ჩამოსვლას?

– თქვენ მეუბნებით, რომ საქართველო ელოდება ჩემ დაბრუნებას? მე ასე არ ვფიქრობ. ჯერ არ არის ჩემი დაბრუნების დრო საქართველოში.

რაც უკრაინაში წახვედით, თუ ადევნებთ თვალს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას?

– რა თქმა უნდა, ვადევნებ. საქართველოში რაც ხდება, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც 90–იან წლებში ხდებოდა. ამ დროს საქართველოში მოხდა პუტჩი, ჩამოაგდეს კანონიერად არჩეული ერთადერთი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მას შემდეგ ხდება უკანონო პროცესები. მაშინ ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა: ,,დაღამდა საქართველოში’’. მართლა დაღამდა საქართველოში. შევარდნაძემ ქართველ ერს წაართვა ყველაფერი, რაც ჰქონდა. რა სიმდიდრეც არსებობდა ქვეყანაში, ჩინოვნიკებმა დაირიგეს და გააღატაკეს ხალხი. ახლაც რა გააჩნია საქართველოს? ქართველი ხალხი ვერ უვლის თავის სიმდიდრეს იმიტომ, რომ არ აქვს არაფერი.

დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებს როგორ აფასებთ?

– არ მომწონს არც ხელისიფლების მოქმედება და არც ოპოზიციის. რას გავს ეს? ინგლისელი პედარასტი მასწავლებლები, რომ შემოყარეს, მაგათმა რა უნდა ასწავლონ ქართველებს? იმ დეგენერატ ამერიკელებს ხომ შეუძლიათ, წაიყვანონ ქართველები და ასწავლონ მათ ველურ მოსახლეობას, რა არის სიკეთე და სიმართლე? იქაც კი არიან ნამდვილი ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტა. არ არის საკმარისი მათთვის.

რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს. თქვენი ოპოზიციონერობის პერიოდსა და ახლანდელს შორის, რა პარალელს გაავლებდით და ჰყავს თუ არა მმართველ გუნდს ახლა ძლიერი ოპოზიცია?

– რა ოპოზიციაა ეს? ჩვენ დროს, ჯერ ერთი ოპოზიციონერები არ გვყავდა. იყვნენ პუტჩისტები. ზვიადის უნდოდა, რომ საქართველოს სიმდიდრე ჰქონოდა ქართველ ერს, ქართველ ხალხს. მაშინდელ ოპოზიციას სურდა თვითონ შეეჭამათ საქართველო. ახლანდელ ოპოზიციასაც მასე უნდა, მარტო ჭამონ და თქვლიფონ საქართველო. ქართველი ერის მხარეს არავინაა. გარდა ამისა, არ ჰქონდათ მათ არანაირი საარჩევნო პროგრამა, რომლითაც შეცვლიდნენ ხელისუფლებას და ქართველ ხალხს უშველიდნენ, ამიტომაც ჩაფლავდნენ.

სრულ ოპოზიციურ სპექტრზე გაქვთ ეს შეფასება?

– არა რა თქმა უნდა. მაგალითად არჩევნები, რომ იყო ამას წინათ, მე შალვა ნათელაშვილს მივეცი ხმა. ერთადერთი ოპოზიცია საქართველოში, ნათელაშვილი და მისი პარტიაა. ის იყო შევარდნაძის ოპოზიციაც და ახლა არის მიხეილ სააკაშვილის ოპონენტიც. დანარჩენებს, არცერთ არ ვუყურებ სერიოზულად.

საქართველოს პარლამეტში შექმნილი იყო ზვიად გამსხურდიას გარდაცვალების შემსწავლელი დროებითი კომისია, რომლის დასკვნაშიც ეწერა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს. ეთანხმებით დასკვნის ამ შედეგს?

– ეგ რომ ნამდვილი პარლამენტი იყოს არ დაიწყებდნენ იმის ძიებას, ვინ ესროლა ზვიადს. უნდა შეესწავლა მაგ კომისიას 1991–1992 წლის პუტჩის ამბები და ყველაფერს დაარქმევდა თავის სახელს. ვინც მიიღო პუტჩში მონაწილეობა, ყველამ მოკლა ზვიად გამსახურდია. ვინ გამოკრა თითი ჩახმახს, ეს კი არ არის მთავარი. ყველამ მოკლა ზვიადი დაწყებული შევარდნაძიდან, გაგრძელებული გია ჭანტურიათი და თენგიზ კიტოვანით.

თუ ეხმიანებით ზვიად გამსახურდიას მთავრობის ყოფილ წევრებს?

– მე ვსაუბრობ ხოლმე ხშირად ე.წ სკაიპით ბესარიონ გუგუშვილთან. ბესარიონ გუგუშვილს რომ უნდათ აჰკიდონ ზვიადის მკვლელობა, ეს იმას გავს, რომ რუსებმა სტალინის მკვლელობა ბერიას დააბრალეს, ქართველმა მოკლა თვითონო. აქაც იგივე ამბავია. გუგუშვილმა კი არა, იმათ მოკლეს ვინც პუტჩი მოაწყო.

თქვენ უწოდებდით შევარდნაძის მთავრობის წევრებს უსინდისოებს, ახლაც ასე თვლით?

– რა თქმა უნდა. ედუარდ შევარდნაძე არის უსინდისო, მაგრამ იცის, რომ არსებობს სინდისი. ახლანდელმა პოლიტიკოსებმა, კი არ იციან, რომ არსებობს სინდისი. არც აქვთ დ არც იციან, რომ არსებობს.

თქვენი აზრით, რამდენად დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური პროცესების წარმართვაში ინტელიგენცია და როგორია მათი როლი დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში?

ჩემ დროს ინტელიგენციას ავტომატები ეჭირა ხელში და ისე დარბოდა ქუჩებში. მაგრამ ახლა რა განსხვავებაა? ვისაც რა უნდოდა, ჩაიგდო უკვე ხელში. მიუცუცქდნენ ამ მთავრობას, აქებენ, ადიდებენ და ეს მარტო იმისთვის, რომ თვითონ სასათბურე პირობებში იყონ. 1990–იან წლებში იყო საბჭოთა ინტელიგენცია და ახლაც არიან ასეთები.

კონკრეტულად ვისზე გაქვთ საუბარი?

– მე რომ დავიწყო მათი გვარების ჩამოთვლა, ვერ მოვრჩები ალბათ მეორე დილამდე. თითო–ოროლა კაცის გამოკლებით, ყველა ჭამს არხეინად სალაფავს. ვხედავ ხოლმე ინტელიგენციის ნაწილს მიტინგებზე, რომლებიც იბრძვიან ვითომ ხელისუფლების წინააღმდეგ. სინამდვილეში, საკუთარი თავისთვის იბრძვიან. რევოლუცია, რომ არ მოხდება, კარგად იციან.

და მაინც, როდის შეიძლება ჩამოხვიდეთ საქართველოში?

– მე რატომ წამოვედი იცით საქართველოდან? მოვიდა ჩემთან ერთ კაცი, რომელმაც მითხრა: ბატონო გურამ, დავალებული მაქვს თქვენი მოკვლა და ორ დღეში თუ არ წახვალთ საქართველოდან მოგკლავენო. ავდექი და წამოვედი.

ვის უნდოდა თქვენი მოკვლა?

– ვინც მოაწყო პუტჩი. იმ ხალხის ნაწილი ახლაც საქართველოშია. იმ ხალხს, ვინც ჩემ სიკვდილს ელოდება, არ ვეტყვი, როდის ჩამოვალ საქართველოში.

presa.ge

კომენტარი