რატომ თქვა ჯეინ ფონდამ ქართულად: "ზუგდიდში დედა მომი***ეს!!!"

ბევრმა, შესაძლოა, არც იცის, რომ ლეგენდარული ჯეინ ფონდა საქართველოში ვიზიტის დროს სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდშიც ჰყავდათ ჩაყვანილი და ქართული სამზარეულოს კერძებს, რა გასაკვირია და, აძალებდნენ.

როგორც ამბობენ, ელარჯი მოსწონდა, მაგრამ ცხარეების ჭამაც, რა თქმა უნდა, უწევდა და დიდად არც იდებდა თავპატიჟს თურმე.

მაგრამ მოგეხსენებათ, ცხარეებს მიუჩვეველი კუჭის ამბები და... ჯეინ ფონდამ ზუგდიდში ყოფნიდან მესამე დღეს სწორნაწლავის ბოლოში აუტანელი ტკივილი იგრძნო, რის შემდეგაც სასწარფოდ, ვ ერტმფრენით გადააფრინეს თბილისში და ცნობილ გია მუხაშავრიას მიჰგვარეს.

გია მუხაშავრიამ საპატიო პაციენტი მოადგილის, მაია ქარაბაკის დახმარებით გასინჯა და როცა ტკივილის მიზეზით დაინტერესდა, ჯეინ ფონდამ სუფთა ქართულით უთხრა:
-ზუგდიდში, დედა მომი***ეს!

მერე კი, როცა ტკივილმა შედარებით გაუარა, ჯეინ ფონდა, საქართველოდან წასვლამდე, ნებისმიერ სუფრასთან მიპატიჟებისას, ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა:

-Only elarji and nothing else!

დათო ტურაშვილის "ამერიკული ზღაპრების" მიხედვით

კომენტარი