ბორჯომი რუსულ ბაზარს უბრუნდება

"ბორჯომს" რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება მისცეს, - ამის შესახებ განცხადება სააგენტო "იტარ ტასთან" ინტერვიუში რუსეთის მთავარმა სანიტარმა გააკეთა. გენადი ონიშენკოს თქმით, "ბორჯომმა" რუსულ რეესტრში რეგისტრაცია გაიარა და ახლა უკვე ოფიციალურიდ აქვს პროდუქტის გაყიდვის უფლება.

"ახლა დასრულდა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი "ბორჯომის" პარტიის განმეორებითი შემოწმება. შედეგები დადგენილ ნორმებს შეესაბამება", - განაცხადა გენადი ონიშენკომ. "ბორჯომი" მესამე ქართული კომპანია გახდა, რომელმაც 2013 წლის გაზაფხულზე რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება მიიღო.

კომენტარი