სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მერია გუდაურში სამორინეების მოწყობას ამარტივებს

დედაქალაქის მერია აპირებს, გუდაურში სამორინეების მოწყობის საკითხი ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის, შედარებით მარტივი გახადოს. ამ საკითხზე ცვლილების შეტანას, საქართველოს პარლამენტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში გეგმავს.

კანონპროექტის თანახმად, გუდაურის სარეკრიაციო ზონაში სამორინეს მოწყობა, სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილება კანონში, ერთ–ერთ დამატებითი, წამახალისებელი წინადადება იქნება ინვესტორებისა და ქართველი ბიზნესმენებისთვის.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, დედაქალაქის მერია, გამოვიდა ინიციატივით, რომ გუდაურში გაიხსნას კაზინოები და სამორინეები.

საქართველოში აჟამად, სამორინეს მოწყობა 5 მილიონი ლარი ჯდება. ეს თანხა ბათუმში სამორინეს გახსნითვისაა საჭირო. დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში კი 250 000 ლარია საჭირო, სამორინეს გახსნის სანაცვლოდ.

სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლისგან გათავისუფლებულია დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, რასაც უახლოეს პერიოდში, გუდაურიც დაემატება.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ავტორი დედაქალაქის მერიაა.

შეგახენებთ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება, ბათუმის ქართულ „ლას ვეგასად“ გადაქცევა, სადაც მთელი ქალაქის მასშტაბით, თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული სამორინეები და პოკერ კლუბები განთავსდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100