სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატახტარის გაუფილტრავი - ყველაფერი, რაც ლუდში ფასობს

კომპანია „ნატახტარი“ ლუდის მოყვარულებს, ამჯერად ნატახტარის გაუფილტრავს სთავაზობს, რომელშიც არის ყველაფერი ის, რაც ლუდში ფასობს: არომატი, გემო, ფერი, განსხვავებული ტექნოლოგია ...

ნატახტარის გაუფილტრავი - ნამდვილი გაუფილტრავი ლუდია. მასში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო ელემენტი რასაც ლუდი შეიცავს და რითაც იგი ფასობს. ახასიათებს ალაოსა და სვიის ბარაქიანი არომატი, ხავერდოვანი და სასიამოვნო გემო. სითხე ბუნებრივად მღვრიე და ბლანტია, სქელი და მდგრადი ქაფით. ნატახტარის გაუფილტრავი ღრმა ხასიათის, ჯანსაღი და ბუნებრივი ლუდია.

მისი მოხმარების წესი შემდეგნაირია: ბოთლიდან ორი მესამედი სითხის ჩამოსხმის შემდეგ დარჩენილი ერთი მესამედი უნდა შეინჯღრეს და ისე ჩამოისხას, ასე გაუფილტრავ ლუდში გემო და არომატი ცოცხლდება. მიირთვით ლუდი ჩამოსხმიდან 10-15 წამის შემდეგ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100