ბანკ „რესპუბლიკაში“ საახალწლო მზადება დაიწყო

შობის და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ყველას სადღესასწაულო განწყობა ეუფლება. ახალი წლის მოსვლა ახალ გეგმებს, სიხარულს, ბევრ საჩუქარს და სურვილების ასრულებას უკავშირდება. ჩვენ გვსურს ამ პროცესის ნაწილი გავხდეთ, ისე, რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს მეტი სარგებელი ნაკლები ფულადი დანახარჯით და ბევრი საახალწლო საჩუქარი.

მომხმარებელი მუდმივად ინტერესით ელოდება ბანკ „რესპუბლიკის“ მიერ შეთავაზებულ აქციებს. ამჯერად, ბანკი „რესპუბლიკა“ 31 დეკემბრის ჩათვლით ყველას, ვისაც სურს, წინასაახალწლოდ ისარგებლოს სამომხმარებლო, იპოთეკური ან მიკროსესხებით, აგრეთვე, განვადებით ან ავტოგანვადებით საუკეთესო პირობებს და ბევრ საჩუქარს ჰპირდება.

ვისაც სურს, ახალ წელს ახალ სახლში შეხვდეს ან გაარემონტოს არსებული, ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს იპოთეკურ სესხზე _ ნომინალური 8%-დან, ეფექტიანი _ 9,34%-დან და 800 ლარამდე საჩუქრებს.

სამომხმარებლო სესხით სარგებლობისას კი პირობები ასევე საუკეთესოა _ ნომინალური 7%-დან, ეფექტიანი 12,32%-დან. ეს ბევრ ადამიანს დაეხმარება განახორციელოს დასახული გეგმები და აისრულოს სურვილები. სამომხმარებლო სესხით სარგებლობისას მომხმარებლები მიიღებენ 100 ლარამდე ღირებულების საჩუქრებს.

ბანკი „რესპუბლიკა“ დეკემბერში ელოდება ყველას, ვინც სურვილების ასრულებას ზედმეტი დანახარჯების გარეშე გეგმავს, რადგან ყოველი ჩვენგანის საახალწლო სურვილი მნიშვნელოვანია.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის და საახალწლო საჩუქრების შესაძენად ჩვენი 0%-იანი განვადება 200-ამდე პარტნიორ მაღაზიაში დაეხმარება ყველას, თავი აარიდოს ზედმეტ დანახარჯებს. დაბალ საპროცენტო განაკვეთთან ერთად ბანკი მომხმარებლებს საახალწლო საჩუქრებსაც გადასცემს. ახალი თუ მეორადი ავტომობილის შეძენისას მიიღოთ 1 წლამდე დაზღვევა, საწვავზე ფასდაკლება და 500 ლარამდე საჩუქრები თქვენი არჩევანის მიხედვით.

ასე, რომ სანამ გადაწყვეტთ იპოთეკური, სამომხმარებლო ან მიკროსესხებით, განვადებით ან ავტოგანვადებით სარგებლობას, ეწვიეთ ბანკ „რესპუბლიკის“ ყველა ფილიალს საქართველოს მასშტაბით ან დარეკეთ ნომერზე: 2 90 90 90 და გაიგეთ, რას გთავაზობთ წინასაახალწლოდ ბანკი ,,რესპუბლიკა“.

კომენტარი