„თიბისი ბანკი“–ს ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება

4.11.2015 „თიბისი ბანკი“–ს ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება 11 დეკემბერს, 20:00 საათზე „თიბისი ბანკი“–ს ცენტრალურ ფილიალში, ჭავჭავაძის N11-ში შედგება.

გათამაშების მონაწილეებს შეუძლიათ ეწვიონ ფილიალს და თავად დაესწრონ გათამაშების პროცესს.

გათამაშებაში მონაწილეობას იღებენ ის მომხმარებლები, რომლებმაც ნოემბრის თვეში ინტერნეტ და მობაილბანკით ნებისმიერი ტრანზაქცია განახორციელეს. გათამაშების ამ ეტაპზე ათი გამარჯვებული გამოვლინდება, თითოეულ მათგანს თიბისი ბანკი „iPhone 6“- ს გადასცემს.

გათამაშება სამ ეტაპიანია. პირველი ეტაპის გათამაშების შედეგად, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართა, 10 გამარჯვებული გამოვლინდა და დასაჩუქრდა „iPad mini“ -თ.

ჯერ კიდევ წინ არის მესამე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ „თიბისი ბანკი“–ს ინტერენტ და მობაილ ბანკის გათამაშებაში.

ფინალური ეტაპის გათამაშება 15 იანვარს შედგება. შედეგად, 10 გამარჯვებული 1000 ლარით დასაჩუქრდება, ხოლო ყველაზე იღბლიან მომხმარებელს სუპერპრიზი, ბინა გუდაურში გადაეცემა.

გათამაშებაში ჩართვა უმარტივესია - თითოეული განხორციელებული ოპერაციიდან ინტერნეტ და მობაილ ბანკის მომხმარებლები გარკვეული რაოდენობით ქულებს დააგროვებენ, ხუთ დაგროვილ ქულაზე კი, გათამაშების თითო ბილეთი გადაეცემათ. ქულების დაგროვების პრინციპი ასეთია:

· ინტერნეტ ბანკში შესვლა - 1 ქულა

· პირად ანგარიშებსშ ორის გადარიცხვა ან კონვერტაცია - 2 ქულა

· ნებისმიერი სხვა ტიპის გადარიცხვა – 2 ქულა

· ინტერნეტ ბანკით ან აბრის გახსნა ან სხვა საბანკო პროდუქტის შეძენა- 2 ქულა

· საკრედიტო ლიმიტის ზრდა ან წინასწარ დამტკიცებული ავტომატური სესხის აღება - 2ქულა

მობაილ ბანკის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე გაორმაგებული ქულები ირიცხება.

იჩქარეთ, გამოიყენეთ თქვენი შანსი, ჩაერთეთ გათამაშებაში და მოიგეთ!

გათამაშების გამარჯვებულების სია გამოქვეყნდება „თიბისი ბანკი“–ს ვებ-გვერდზე. გათამაშების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://bit.ly/1PRU8B8

კომენტარი