სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალტ & თაგარტმა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის, საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანიისა და კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩეველის წოდება მიიღო

თბილისი, 16მარტი, 2016–გალტ & თაგარტმა დღეს განაცხადაGlobal Banking & Finance Review-სჯილდოების მიღების თაობაზე.Global Banking & Finance Review-მ გალტ & თაგარტი დაასახელა, როგორც 2016 წლის „საუკეთესო მრჩეველი კორპორატიულ ფინანსებში საქართველოში“, ასევე „საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია საქართველოში“ და„საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში“

„გალტ &თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ &თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში,“ განაცხადაგალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Global Banking & Finance Review არის მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც მსოფლიო ფინანსურ თანამეგობრობას აწვდის დაბალანსებულ, ინფორმაციულ და დამოუკიდებელმონაცემებს. ჟურნალს მსოფლიოს 200-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში ყავს მკითხველი, კითხულობენ როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები,გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, მსხვილი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები.

​###

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100