სს „გალტ & თაგარტმა“ შპს „ნიკორა ტრეიდი“-ს პირველი ობლიგაციები წარმატებით განათავსა

თბილისი, 21მარტი, 2016 - სს „გალტ & თაგარტმა“ შპს „ნიკორა ტრეიდი“-ს 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციებისწარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა განხორციელდება წელიწადში 2-ჯერ. განთავსების აგენტი„გალტ & თაგარტი“ უზრუნველყოფს, რომ„ნიკორა ტრეიდი“-ს ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

“ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დასრულდა, რაც მნიშვნელოვან წილად განპირობებული იყო ინვესტორთა დიდი ინტერესით. ყოველივე ეს განაპირობებს კომპანიის ფინანსური მოქნილობის ზრდას და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაციას. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას საკვები პროდუქტების ორგანიზებული რითეილის ბაზარზე. მიმდინარე მომენტისთვის ჩვენ ვფლობთ ამ ბაზრის 26%-ს” - განაცხადასს „ნიკორა“-ს გენერალურმადირექტორმა,ირაკლიბოქოლიშვილმა.

„მოხარულივარაღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „ნიკორა ტრეიდის“ პირველი ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბაზარზე პირველი საჯარო განთავსება ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტის, საცალო სავაჭრო სექტორიდან, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ინვესტორების მხრიდან. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ გუნდს, რომელიც პროფესიონალიზმის და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში, როგორც საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევესაერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

კომენტარი