სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1995-1999 წლის ლარის ყველა ბანკნოტი, მიმოქცევაში 2015 წლის ჩათვლით დარჩება

1995 და 1999 წლის გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი, მიმოქცევაში 2015 წლის ჩათვლით დარჩება. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებ გვერდზეა განთავსებული. ეროვნული ბანკის საბჭომ ცვლილებები შეიტანა „ეროვნული ვალუტის 50 და 100 ლარის ღირებულების 2004 წლის გამოშვების მოდიფიცირებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების შესახებ“.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 1 ნოემბრის №47 დადგენილებაში შევიდა. საბჭოს გადაწყვეტილება უკვე ძალაშია. მათი გადაწყვეტილებით, 1995 და 1999 წლის გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის მიმოქცევის ვადა, 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი, მათი გამოცვლა, საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით განხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100