სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიის სამხედრო კონფლიქტი ნავთობზე ფასს ზრდის

ლიბიაში, ჯერ კიდევ გასულ წელს დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ და არეულობებმა, ქვეყნის ეკონომიკა უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა. კრიზისს განიცდიან ის ქვეყნებიც, რომლებიც ლიბიიდან იმპორტს ახორციელებენ. განსაკუთრებულად უარყოფითად ლიბიის ომი ნავბთობპროდუქტებზე აისახა.

ნავთობის მწარმოებელმა უდიდესმა ევროპულმა კომპანიებმა, ფრანგულმა Total–მა და იტალიურმა ENI–მ განაცხადეს, რომ შემცირებული მოგების მიუხედავად, ნავთობის ფასები იზრდება. ამის მიზეზად, სწორედ, ლიბიის სამხედრო კონფლიქტი სახელდება. ამას გარდა, სერიოზული ფაქტორია, ევროსთან მიმართებაში დოლარის შესუსტებაც. ENI–ს 2011 წლის მეორე კვარტლის წმინდა მოგება 31,3%-ით, ხოლო Total -ის 12%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში, ბაზრის ხელსაყრელი კონიუნქტურის წყალობით, ნავთობის სხვა კომპანიები მოგების მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებენ. მაგალითად, Royal Dutch Shell –ის მოგება 1,5–ჯერ გაიზარდა, ТНК-BP–ის 80-ით, ExxonMobil –ისა კი 41%-ით.

კომენტარი