სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Sony, Toshiba და Hitachi თხევად-კრისტალური მონიტორების დასამზადებლად ერთიანდება

ტაივანიდან და სამხრეთი კორეიდან მოზღვავებული პროდუქციისთვის კონკურენციის გასაწევად, კომპანიები Sony, Toshiba და Hitachi, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, თავიანთი თხევად-კრისტალური მონიტორების წარმოებებს გააერთიანებენ.

გაერთიანება 2012 წლის გაზაფხულზე მოხდება, რის შედეგადაც სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი, მცირე ზომის პანელების დამამზადებელი მსოფლიოს უმსხვილესი საწარმო ჩამოყალიბდება. ახალი კომპანია მსოფლიო ლიდერებს- Sharp Corp და Samsung Electronics-ს შეავიწროვებს.

იაპონიის მთავრობის კუთვნილი ფონდი Innovation Network Corp of Japan-ი 2,6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და აქციების 70%-ის მფლობელი გახდება. „ტოშიბა“ და „ჰიტაჩი“ აქციების 10-10%-ს მიიღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100