სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

FINANCIAL TIMES: რუსეთი/მსო - რას მოიგებს საქართველო?

რუსეთი/მსო - რას მოიგებს საქართველო? სტატიას ამ სათაურით "ფაინენშელ თაიმსი" აქვეყნებს. "მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, მზადაა საკუთარ წინააღმდეგობაზე უარი თქვას, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვა, რას მოიგებს ამით საქართველო,"- წერს ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ რამდენადაც რუსული ჯარები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს პოზიციის გაგება ძნელი არ იყო. პირველი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების საკითხი კვლავ საერთაშორისო განხილვის თემად დარჩება, გარდა ამისა, რუსეთს, როგორც სავაჭრო ორგანიზაციის წევრს, უფრო დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანა მოუწევს ქართული პროდუქციის დასაბლოკად და ვეღარ მოიქცევა ისე თვითნებურად, როგორც ეს 2006 წლის ემბარგოს დროს გააკეთა. და რაც მთავარია, კავშირის წევრობა დაეხმარება საქართველოს უსაფრთხოებას, რამდენადაც ორი სეპარატისტული რეგიონი დღემდე მიიჩნევა ე.წ. შავ ხვრელებად, სადაც კონტრაბანდისტები ომამდეც თავისუფლად მოძრაობდნენ. და ამ შემთხვევაში საერთაშორისო მონიტორები სიტუაციას გამოასწორებდა.

”მოსკოვი ახლა განიხილავს ქართულ შეთავაზებას, რომ საქმე საერთაშორისო მონიტორებმა გააკეთონ. თბილისის აზრით, ეს არ არის ისეთივე კარგი, როგორიც საკუთარი ტერიტორიების დასაცავად ქართველი სამართალდამცველების ჩაყენებაა, მაგრამ ეს მეორე საუკეთესო არჩევანია, რამდენადაც ხაზს უსვამს, რომ ეს საზღვრები სადავოა, რაც ადასტურებს, რომ საქმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს,”-ნათქვამია სტატიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100