პატრიარქი, ექიმების რეკომენდაციით, ფინეთში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ექიმების რეკომენდაციით გუშინ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გაემგზავრა.
პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მრევლმა და მეუფეებმა გააცილეს. უწმინდესის გამგზავრებამდე აეროპორტში კომენტარი გააკეთა დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა. მისი თქმით, ეს არის გეგმიური სარეაბილიტაციო პროცედურა, რომელიც მის უწმინდესობას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩაუტარდება.
მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, ვიზიტი ხანმოკლე, დაახლოებით ორკვირიანი იქნება.
სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას კი ილია მეორემ ტაძარში შეკრებილი მრევლი დალოცა და მათაც სთხოვა, მისთვის ილოცონ. "ექიმების რეკომენდაციით, ორი კვირით მივდივარ ფინეთში, დედაქალაქ ჰელსინკში და იქ პატარა ყურადღებას მომაქცევენ ექიმები და ღვთის მადლით და თქვენი ლოცვით მშვიდობით დავბრუნდები. იმედი მაქვს თქვენი ლოცვების, იმედით მივდივართ ჩვენ უცხოეთში", - ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარი