სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა მესაზღვრეებმა 75 წლის კაცი დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს

ოკუპირებული ტერიტორის საზღვრისპირა სოფელ კირბალიდან რუსმა მესაზღვრეებმა ერთი პირი დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.
75
წლის გიორგი დოთიაშვილი მაშინ დააკავეს, როდესაც იგი სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დოთიაშვილი მესაზღვრეებმა ჯერ ღრომის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ცხინვალში.
ოფიციალური ბრალდება ცნობილი არ არის, თუმცა ცხინვალის მხარე დოთიაშვილს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდებს ბრალს.
სოფელ კირბალის პერიმეტრზე მავთულხლართებით სასაზღვრო მიჯნა დაფიქსირებული არ არის, თუმცა რუსი მესაზღვრეები სოფლის განაპირას საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არაერთ ადამიანს აკავებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ბრალდებით დაკავებულ კირბალელთა რიცხვა სამ ათეულს გადააჭარბა.
კირბალელების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შიდა ქართლის სამხარეო სამმართველო დოთიაშვილის გათავისუფლებაზე ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100