"ოცნების პლაკატის" ქურდობის წაქეზებისთვის დაპატიმრებულის ცოლის წერილი

Droni.ge- რედაქციაში პლაკატის ქურდობაში ეჭვმიტანილი პატიმრის მეუღლის, ქალბატონი რუსუდან ლატიბაშვილის წერილი მოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ

გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ სათანადო რეაგირება მოახდინოთ ჩემს წერილზე, ჩემი მეუღლე ილია ნატროშვილი ყოფილი კუდის თანამშრომელი კახეთის რეგიონის კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონის უფროსი, დღეს იმყოფება პატიმრობაში უკვე 2 თვეა, რომელიც სრულიად უდანაშაულოდ ჰყავთ გლდანის N8 საპრობილეში გამომწყვდეული, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბრალად ედება ოცნების 'პლაკატის' კონკრეტულად ლექსო თამაზაშვილის წინასაარჩევნო 'პლაკატის' ქურდობის წაქეზება.

არ არსებოს საქმეში დაზარალებული და მხოლოდ ერთი მოწმე ადებს ხელს. ე.წ. პლაკატის ქურდობაში ეჭვმიტანილ ილია ნატროშვილს, თელავის სასამართლოს მოსამართლე და პროკურატურა არ თანხმდება გირაოზე. უფრო მეტიც ეს საქმე არის ამნისტირებული, მაგრამ ჩემი მეუღლე მაინც ციხეშია.

საქმეა თელავის სასამართლოში სადაც არანაირად არ გამოაქვს არც მოსამათთლეს და არც პროკურატურას ობიექტური განჩინება. გთხოვთ ყურადღება გამოიჩინოთ ამ საქმესთან დაკავშირებით. მინდა ჩაერთოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია.

საქმეში არსებული მოწმეები ყველა აღიარებს, რომ როდესაც გამომძიებლებმა დაიბარეს ჩვენებები დაწერილი ჰქონდათ და მათ მხოლოდ ხელი მოაწერინეს. არსებულ ჩვენებებში ბევრი უზუსტობაცაა რომელზეც არანაირ რეაგირებას არ ახდენს მოსამართლე. ორი თვეა საქმე გაჩერებულია, რადგან შეგვპირდნენ საპროცესო შეთანხმებას და არც ეს არ ხდება. პროკურორს ვეკითხებით რა ხდება, პასუხია მხოლოდ ერთი თქვენი საქმე ჯერ არ გადაგვიწყვეტიაო.

წაყენებული აქვს აგრეთვე მუხლი თაღლითობაზე კერძოთ ბრალდება ვალის გადაუხდერლობა რომელიც გადახდილია და მოწმე რომელსაც ჩვენება ჰქონდა დაწერილი და ითხოვდა თავის ვალს იგი თანახმაა შეეხოს ბრალდებულს ამნისტია, მაგრამ ამასაც არ ეთანხმება მოსამართლე.

ამ ყველაფრის შემდეგ სრული საფუძველი არსებობს, იმისა რომ ჩემი მეუღლე ილია ნატროშვილი არის პოლიტ პატიმარი. რომელიც 9 წლის განმავლობაში პატიოსნად ემსახურებოდა თავის ქვეყანას, რომელიც იცავდა კოდორს და იბრძოდა ომში.

კომენტარი