სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ აჯარიმებდნენ უშვილოებს სსრ-ში და ვინ იყო ებრაელი „გიტლერი“?

1. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში საბჭოთა კავშირი განიცდიდა ტანკების დიდ ნაკლებობას, ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში ტრაქტორები გადაეკეთებინათ ტანკებად. ამდაგვარად ოდესის დაცვის დროს ბრძოლაში გადასროლილი იქნა 20 ასეთი “ტანკი”. ძირითადი გათვლა იყო ფსიქოლოგიური ეფექტის შექმნაზე: შეტევა ხდებოდა ღამით ჩართული ფარებით და სირენებით. ჯარისკაცები მას ეძახდნენ НИ-1, რაც იშიფრებოდა , როგორც “На испуг” (შეშინებისათვის).

2. საბჭოთა კავშირში 1941 წლიდან არსებობდა გადასახადი უშვილობაზე, რომელიც შეადგენდა ხელფასის 6%. გადასახადს იხდიდნენ უშვილო მამაკაცები 20-დან 50 წლამდე და უშვილო გათხოვილი ქალები 20-დან 45 წლამდე.

3. საბჭოთა კავშირში არსებობდა ლეგენდა, რომ გაეროში ხრუშოვის მიერ ნათქვამი ცნობილი ფრაზა: “Я вам покажу кузькину мать!” გაეროს ასამლეაზე ნათარგმნი იქნა როგორც – “Kuzmas mother”. რა არის “кузькина мать”? ალბათ უახლესი საიდუმლო იარაღი! შედეგად “кузькина мать” გამოიყენებოდა , როგორც საბჭოთა ატომური ბომბების აღმნიშვნელი სიტყვა. სინამდვილეში თარჯიმანმა ეს გამოთქმა თარგმნა როგორც -” მე გაჩვენებთ თქვენ ვინ ვინ არის”.

4. კუსტარული მუსიკალური ფირფიტების (პლასტინკების) დამზადებისათვის, რომელზედაც იწერებოდა არალეგალური მუსიკა, ფართოდ გამოიყენებოდა რენდგენი სურათები, რომელსაც “ფირფიტას ძვლებზე” ეძახდნენ. ეს მასალას უფასოდ იძლეოდა მედპერსონალი, რომელიც მადლობელიც იყო, რადგან ამით მათი გადატვირთული არქივი თავისუფლდებოდა.

5. 1941 წლის 22 ივნისიდან 1 ივლისამდე (9 დღეში), საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები შეივსო 5 300 000 ადამიანით.

6. 1945 წლის 24 ივნისს გამარჯვების აღლუმზე ჯარისკაცებს ხელით მოჰყავდათ ძაღლი, რომელიც იწვა თვით სტალინის ქურთუკზე. ის იყო ერთერთი იმ გაწვრთნილ ძაღლებთაგანი, რომლებიც ომის დროს ეხმარებოდნენ გამნაღმელებს. ძაღლს ერქვა ჯულბასი. ომის ბოლო წელს ევროპაში განაღმვითი სამუშაოებისას, მან აღმოაჩინა 7468 მინა და 150 ყუმბარა. აღლუმამდე ცოტა ხნით ადრე, ჯულბასი დაიჭრა და არ შეეძლო საბრძოლო ძაღლების სკოლის მწყობრში გამოსვლა, მაშინ სტალინმა ბრძანა გაეტარებინათ ძაღლი წითელ მოედანზე თავის ქურთუკზე.

7. 1991 წელს დიდი დაბნეულობა იყო ქვეყნის ხელმძღვანელის ტრადიციულ საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ გორბაჩოვი ფორმალურად იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი, მაგრამ არაფერი ეკითხებოდა, ხოლო ელცინმა ვერ შეძლო ამის გაკეთება უცნობი მიზეზების გამო. ეს საპატიო როლი შესთავაზეს მიხეილ ზადორნოვს. სატირიკოსი გამოვიდა პირდაპირ ეთერში და იმდენად გაერთო, რომ მის გამო მცირე დროით შეაჩერეს კრემლის საათის რეკვა.

8. დიდ სამამულო ომში მონაწილეობას იღებდა ეროვნებით ებრაელი -სემიონ კონსტანტინეს ძე გიტლერი. შემორჩენილია მისი დაჯილდოევების ფურცელი, რომლის თანახმადაც მას გადაეცა მედალი “საბრძოლო დამსახურებისსათვის”. თუმცა მასში გვარი გიტლერი კალმისტარით გადაკეთებულია გიტლევით.

9. 1945 წელს საბჭოთა მოსწავლეებმა ამერიკის ელჩს აჩუქეს ძვირფასი ხის ჯისისაგან დამზადებული პანო, რომელზედაც აშშ გერბი იყო გამოსახული. არც მოსწავლეებმა და რა თქმა უნდა არც ელჩმა არ იცოდნენ, რომ პანოში მოწყობილი იყო მოსასმენი აპარატურა, რომლის კონსტრუქცია შემუშავებული იქნა ლევ ტერმენის მიერ. “ჟუკი” ისე ყო დამალული, რომ ამერიკულმა სპეცსსამსახურებმა ვერაფერი ვერ შეამჩნიეს, ხოლო საბჭოთა ჯაშუშები 8 წელი უსმენდნენ საუბრებს ელჩის სამუშაო ოთახში. მისი აღმოჩენის შემდეგ, მოწყობილობა წარდგენილი იქნა გაეროში, როგორც საბჭოთა კავშირის ჯაშუშური საქმიანობის მამხილებელი ფაქტი, თუმცა მისი მოქმედების პრინციპი კიდევ რამდენიმე წელი რჩებოდა ამოუხსნელად.

10. ერთხელ ვალენტინ ფილატოვის დათვების ცირკი იმყოფებოდა გასტროლებზე შტუტგარდში. ერთერთი რეპეტიციის დროს დათვი, რომელიც იჯდა მოტოციკლზე გავიდა არენის მიღმა, გავიდა ცირკის შენობის შესავლელიდანაც და აღმოჩნდა ქუჩაში მანქანების მწკრივში. მან მოასწრო გაევლო 3 გზაჯვარედინი, სანამ ფილატოვი დაეწია მას ავტომანქანით და გააჩერა. იმავე საღამოს ადგილობრივმა პოლიციამ დათვს გადასცა მართვის მოწმობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100