სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოთის პორტში 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ფოთის პორტში, სავარაუდოდ უბედური შემთხვევის შედეგად, თანამშრომელი, 45 წლის ალბერტ კვინჩია გარდაიცვალა. ფოთის პორტის მოიჯარე კომპანია "მეტალექს-ტრანსის" მენეჯმენტში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

შემთხვევა მათ მიერ იჯარით აღებულ ნავმისადგომზე, გუშინ ღამით მოხდა. კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე, გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება ადგენს.
ფოთის პორტის ადმინისტრაციის უფროსის, მარიკა ნადარაიას განმარტებით კი, კვინჩიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო. "მეხუთე ნავმისადგომზე, რომელსაც ოპერირებს "მეტალექს-ტრანსი", დაფიქსირდა უბედური შემთხვევა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა კომპანიის ერთი თანამშრომელი. ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას გარდაცვლილის ოჯახის მიმართ და ვაპირებთ დავეხმაროთ კომპანია "მეტალექსს", მომხდარი ფაქტის გამოძიებაში", - აღნიშნა ნადარაიამ.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოთის სამმართველო იძიებს. გამომძიებლის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე 170-ე მუხლით აღიძრა, რაც შრომის წესის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100