სტიქიამ კახეთის სოფლები დააზარალა

ძლიერი სეტყვის შედეგად ახმეტის რაიონი დაზარალდა. სტიქიის შედეგად, პანკისის ხეობის ათამდე სოფელში დაისეტყვა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივების თქმით, მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხეობაში რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სტიქიის ზონაში წუხელ გვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩავიდა. ბექა ბაიდაურის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყება.

კომენტარი