რომელი ავტოსაგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობაზე მცირდება ჯარიმები და რამდენით?

საჯარიმო სანქციები მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებისა და შუქნიშნის ამკრძალავ ნიშნებზეგავლის წესის დარღვევის შემთხვევებზეც მცირდება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტით, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმებებისნაცვლად 75 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ისეთ შემთხვევებში, როცა სიჩქარის გადაჭარბებასშედეგად საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება მოჰყვება, მძღოლი 150 ლარითდაჯარიმდება, ნაცვლად 250 ლარისა, როგორც ამას კოდექსი სადღეისოდ ითვალისწინებს.

მცირდება გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან მანევრირების წესების დარღვევისთვის განსაზღვრული სანქცია და ასეთი ქმედება 25 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 50 ლარისა.

მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით, ნაცვლად 50 ლარისა.

გარდა ამისა, ნახევრდება ჯარიმა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე და ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. ასევე ნახევრდება ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევებში და მისი ოდენობა 200 ლარიდან 100 ლარამდე მცირდება.

საგზაო და ამკრძალავი ნიშნების დარღვევა, რომელსაც შედეგად საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება მოჰყვა, რომელმაც საცობის წარმოქმნა გამოიწვია, მძღოლის 200 ლარის ნაცვლად, 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კომენტარი