გამოკითხვა: რა მოსწონთ ქართველ მამაკაცებს ქალში?

„რა მოგწონთ ყველაზე მეტად ქალში?“ - ამ შეკითხვით მიმართა droni.ge-ს კორესპონდენტმა ქართველ მამაკაცებს და შემდეგი პასუხები მიიღო.

გულვერი (49 წლის, იურისტი) მთავარია გულკეთილი იყოს ქალი, იმისთვის, რომ მომეწონოს და მერე გარეგნულადაც ლამაზი.

თემო ( 19 წლის, სტუდენტი) ინტელექტი უნდა ქონდეს ქალს და რა თქმა უნდა ვიზუალურად იყოს ლამაზი.

გია ( 25 წლის, მხატვარი ) ქალი ვიზუალურად ლამაზი უნდა იყოს რა თქმა უნდა მაგრამ მთლად ბარბის თოჯინაც არა , ცოტა ინტელექტიც უნდა ქონდეს.

რეზი (18 წლის, აბიტურიენტი) გარეგნული იერსახე მომწონს რა თქმა უნდა.

იაგო ( 21 წლის, სტუდენტი) ქალს გააჩნია და იმას თუ რა ტიპის ურთიერთობა მინდა მასთან. იმისთვის, რომ ფლირტის გაბმის სურვილი გამიჩნდეს გოგოს ლამაზი ფეხები და დაბერილი ტუჩები უნდა ქონდეს, ხოლო სამეგობროდ ესე ვთქვათ „დაიკოს“ რო ვეძახით უკვე გოგოს ხასიათებია მთავარი.

ბაჩო (21 წლის, სტუდენტი) ყველა ქალს რაღაც სხვა აქვს რაც მოგვწონს. დიდ ყურადღებას ვაქცევ ვიზუალს, ლამაზ სახეს მერე სხვა დანარჩენი ხასიათები და ა.შ.

გრიშა (49 წლის, ხელოსანი) ქალი უნდა იყოს მაღალი, ლამაზი, ჭკვიანი. არ უნდა იყოს ავარდნილი ეხლა როგორებიც არიან უმეტესობა. სიგარეტს არ უნდა ეწეოდეს. აბა ქალი რო სიგარეტს ჩაიდებს პირში იმას როგორ უნდა აკოცო?

დიტო (31 წლის, ტაქსისტი) ყველა ქალი თავისებურად არის ლამაზი მაგრამ ჩემთვის მთავარია ქალი იყოს პატიოსანი და არა ჭორიკანა. ზოგი ენას რო ვერ აჩერებს და ღობე– ყორეს ედება იმდენ სისულელეს და ტყუილს ლაპარაკობს.

უჩა ( 33 წლის, მუსიკოსი) ღმერთმა ევა ადამის ნეკნისგან შექმნა და როგორ შეიძლება ქალი არ მომწონდეს? მომწონს იმიტომ, რომ ლამაზი არებაა და რაც მთავარია კაცი უქალოდ ოჯახში საშინელებაა. პირველი ქალი ვისაც კაცი იყვარებს პირველ რიგში დედაა და რის გამოც ყველაზე მეტად მომწონს ქალები ის არის, რომ შთამომავლობას გვჩუქნიან კაცებს, კიდევ ქალი, რო მომეწონოს უნდა იყოს მზრუნველი, ერთგული შემდეგ კი გარეგნობას ვაქცევ ყერადღებას.

ნიკა (21 წლის, სტუდენტი) მომწონს ლამაზი და დამოუკიდებელი ქალები.

ლაშა ( 24 წლის, მხატვარი) ქალი მომწონს ისეთი როგორიც ბუნებამ შექმნა. ანუ მომწონს ის, რომ არის სუსტი , დაუცველი და აქვს მომხიბლავი გარეგნობა.

გიორგი: (30 წლის, მარკეტოლოგი): ტრ***, ფეხები, ეშხი, თვალები. რათქმაუნდა ვიზუალი რა და მერე ინტელექტი.

აჩო ( 29 წლის, ეკონომისტი) ყველა ქალი ლამაზია თავისებურად და რაც მათში მომწონს ალბათ ის რაც ყველა კაცს მოსწონს: დიდი მკერდი, გრძელი ფეხები და სექსუალური ხმა.

შაკო ( 33 წლის, ტაქსისტი) ლამაზი და ულამაზო ქალი არ არსებოს, ყველას აქვს თავისი შარმი. მაგრამ მთავარია ის თუ როგორ წარმოაჩენს თავის პიროვნებას. პირადად მე მხიარული ადამიანი ვარ და მინდა ჩემი მეორე ნახევარიც ჩემსავით მხიარული იყოს და ხუმრობა ესმოდეს.

გია (19 წლის, სტუდენტი) ქალში რაც მომწონს სექსუალური გარეგნობაა.

ლუკა ( 22 წლის, სტუდენტი) რა მომწონს ქალში და ჯერ რაც მთავარია ლამაზი ვიზუალი, შემდეგ თბილი ხმის ტონი და ინტელექტიც რა თქმა უნდა ოღონდ ისეთი განსწავლულიც არ უნდა იყოს რომ ვერ მოვატყუო.

გოჩა ( 47 წლის, გარემოვაჭრე) ქალში მომწონს პატიოსნება, ლამაზი გარეგნობა და ღვთისმოშიშეობა.

გიორგი ( 30 წლის, აუდიტი) საინტერესო კითხვაა, რა მომწონს ქალში და გეტყვი ეხლავე ინტელექტი ცოტა მაინც რო ქონდეს სასურველია, ასევე კარგი აღნაგობა უნდა ქონდეს, მოდელს შეიძლება არ გავდეს მაგრამ მიმზიდველი უნდა იყოს. უი მთავარი ლამის დამავიწყდა სულიერი ადამიანი უნდა იყოს რო მე მომეწონოს.

ზურა ( 22 წლის, სანტეხნიკი) ქალში ყველაფერი მომწონს განსაკუთრები კი ის უხდება როცა იბუტება და საყვარელი სანახავია მაშინ, ყოველ შემთხვევაში ჩემი რჩეული ასეა.

კომენტარი