სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქალიშვილობის მოწმობის არსებობის ფაქტი ჩამორჩენილობის დიდი ნიშანია“

ქალიშვილობის მოწმობის არსებობის ფაქტი ჩამორჩენილობის დიდი ნიშანია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას კითხვა ფემინისტების დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დაუსვეს.
"ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი" ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან დღეს მართავს საპროტესტო აქციას, სახელწოდებით "ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100