ალასანია ღარიბაშვილს უსწრებს, ღარიბაშვილი წულუკიანს, პირველ ადგილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია

NDI-ის კვლევის მიხედვით, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ლიდერობს.

ალასანიას საქმიანობას 11% ძალიან კარგად, 38% კარგად, ხოლო 7% საშუალოდ აფასებს. მეორე ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრია - ღარიბაშვილს 9% ძალიან კარგად, 34% კარგად აფასებს, საშუალოდ 39%. მესამე ადგილზეა რეიტინგში იუსტიციის მინისტრი; თეა წულუკიანის საქმიანობას 10% ძალიან კარგად, 33% კარგად აფასებს, ხოლო 36% საშუალოდ. შემდეგი საგარეო საქმეთა მინისტრია - ფანჯიკიძის საქმიანობას, 6% ძალიან კარგად, 25% კარგად, 42% საშუალოდ აფასებს. ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის საქმიანობას კი 4 % ძალიან კარგად, 26% კარგად, ხოლო 44% საშუალოდ აფასებს. NDI-ის კვლევის თანახმად, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. პატრიარქი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3 838 ადამიანი გამოიკითხა

კომენტარი