სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნატახტარის ფონდი“ თანხის შეგროვების მესამე ტალღას იწყებს

მზრუნველობამოკლებულ მოზარდებზე მიმართული პროექტი „იზრუნე მომავალზე“ გრძელდება

25 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორიკე ნიკოლაიშვილი, ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველოს“ დირექტორი ლელა მერაბიშვილი და ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი საზოგადოებას გააცნობენ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს 2013 წლისთვის და გამოაცხადებენ ფონდში თანხის შეგროვების მომდევნო ეტაპის დაწყებას.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის - „იზრუნე მომავალზე“ განახორციელება. 3 თვის განმავლობაში ნატახტარის ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა მზრუნველობამოკლებული მოზარდების ბაზა. ფსიქოლოგების მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 15, 16, 17 და 18 წლის 216 მოზარდი, სწორედ ამ ჯგუფზე გადანაწილდა ფონდის თანხის უდიდესი ნაწილი და ფსიქოლოგების დახმარებით თითოეული მოზარდისათვის განისაზღვრა ის მიმართულებები, რომელიც მისთვის საინტერესო იყო. მაგალითად: სასკოლო საგნებში მომზადება, სწავლა კოლეჯში (პროფესიული სასწავლებლები), მართვის მოწმობის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები და ა.შ. ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება მოზარდების ტრანსპორტირებაც.

პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100