სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჩიკო ნიჟარაძე ქართული შოუ ბიზნესის მაფიის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

მომრერალი აჩიკო ნიჟარაზე პროტესტს აცხადებს და საკუთარი პროტესტის მიზეზებს ფეისბუქით განმარტავს.

“როგორც გავიგე თბილისში საახალწლო გალა კონცერტი იმართება, მაგრამ ისევ ძველი მაფია ფლობს სადავეებს. ახალი წლის კონცერტზე მონაწილეობის მიღება ძალიან ბევრი მომღერლისთვის, მათ შორის ჩემთვისაც არ შემოუთავაზებიათ. ჩვენ როგორც ეტყობა სათანადო დამსახურება არ გაგვაჩნია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ისე შევახსენებ ხალხს, რომ კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ამ სამი თვის მანძილზე საქართველოს სამი გამარჯვება მოვუტანე, მაგრამ მაინც ვერ მოვხვდი საახალწლო კონცერტის სიაში. აუცილებლად გავარკვევ ვინ ადგენს დედაქალაქში ამ კონცერტში მონაწილე მომღერლების სიას. ამბობენ კულტურის სამინისტროო მაგრამ ეჭვი მეპარება ამდენი გამარჯვების შემდეგ, რომ მე არ მოვხვედრილიყავი სიაში. გთხოვთ რეაგირებას კულტურის სამინისტროს და ყველა ჩემს კოლეგას.” - წერს ნიჯარაძე სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100