უსუსური მთავრობა და არაეფექტური ენერგეტიკის სამინისტრო

ამ ბოლო დროს სადაც არ გავიხედე ყველგან კალაძე იყო... ადრე თუ მასთან ფეხბურთი ასოცირდებოდა ახლა მის გარშემო სულ ენერგეტიკა ტრიალებს. ხო, ტრიალებს და თავისით მიედინება... მასაც როგორ შეუძლია ფეხს უწყობს, უსმენს ვისაც შეუძლია რამე უთხრას... არა იდეები ნამდვილად კარგი და პროგრესული აქვს, მაგრამ მიანც დინებას მიჰყვება... თითქოს გამოკვეთილი ლიდერიც არის, მაგრამ ბოლომდე თავისი ლიდერული ბუნების რელიზებას ვერ ახდენს, რა თქმა უნდა ენერგეტიკაში ვგულისხმობ, თორმე ფეხბურში ის უდავოდ ლიდერი იყო...

რამ გამახსენა კალაძე? ისე უბრალოდ მის საჯარო გამოსვლებს გადავხედე, ქართული ფეხბურთი ჩიხშიაო და გამახსენდა რომ ის ფეხბურთს ნამდვილად დააკლდა... მაგრამ ენერგეტიკას შეემატა. მართალია მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა და რა დარგის მინისტრიც არის იმ დარგის ცოდნა შეიძლება არ მოეთხოვება, მაგრამ გუნდი ხომ მაინც შეიძლება ჰყავდეს ძლიერი? გადავათვალიერე და ენერგეტიკის სამინისტროში პროფესიით ენერგეტიკოსი სანთლით საძებარი გამიხდა... ესეც არა უშავს, საქმე კეთდება ადგილებზე, კომპანიებში ხომ მუშაობენ ენერგეტიკოსები. აქვე, საჯარო სივრცეში დისკუსიები დისკუსიებზეა ენერგეტიკული სტარტეგია არ გვაქვსო, დაწეროს სამინისტრომ და მერე განვიხილოთ როგორ განვვითარდეთო... და ატეხილა ფაციფუცი, წერს სამინისტროო, გრანტიც კი მოუზიდიათ, დაველოდოთ როდის დაწერენ და როგორს? იმედია, პრიორიტეტი თბოსადგურები და ქვანახშირის სადგურები არ იქნება... ეკოლოგია ზიანდებაო და ერთი წამოძახილიც კი არ გამიგია 230 მეგავატიანი თბოსადგური, თან უკვე მოძველებული სპეციფიკაციით რომ შენდება გარდაბანში, მწვანეებისგან. პირიქით, მცირე ტერიტორია ჭირდება თბოსადგურს და უფრო მეტი ავაშენოთო და უკაცრავად ისე გასცა გრიალ გრიალით გარემოს დაცვამ ნებართვა არც უკითხავს, შემარბილებელი ღონისძიებები თუ გაქვთ ჩადებულიო. ესეც არაფერი, მერე რა რომ გამონაბოლქვი შეგვაწუხებს, სამაგიეროდ უფრო მეტი გაზი დაიწვება. ”ვიღაცის გაზს” დავწვავთ უფრო კარგად გამდიდრდება და ნეტა ვინ? სიტყვა გამექცა კალაძე აქ არაფერ შუაშია, ეს ხომ საპარტნიორო ფონდის პროექტია.... მაგრამ, კალაძე მაინც ენერგეტიკის მინისტრია...

ენერგეტიკის მინისტრია ნამდვილად და მაგიტომ ლობირებს ენერგეტიკულ პროექტებს, ბოლო პროექტი რასაც მედგრად იცავს ხუდონჰესია. სატელევიზიო გამოსვლებში ნამდვილად იცავს, ის ხომ კონტრაქტზე ხელმომწერიც არის. დავინტერესდი ამდენი სჯაბაასი რომ მიდის ხუდონზე და სააკაშვილის მთავრობასაც და ახალ მთავრობასაც პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი. ისიც წავიკითხე, 2013 წლის მაისში მთავრობას ერთხმად მიუღია ხუდონზე გადაწყვეტილება. კალაძე ენერგეტიკის მინისტრობასთან ერთად ვიცე-პრემიერიც არის და გასაოცარია -კალაძე პროექტს იცავს, ქვეყანას ჭირდებაო და ეკონომიკის მინისტრი აცხადებს "ამ საქმის მასალებს გაცნობილი არ ვარ და აქედან გამომდინარე, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებო". საოცარია, იმედია, ჯერ იმ ასაკში არ არის მეხსიერების პრობლემები რომ ჰქონდეს. ასევე, ზოგი მინისტრი ეხლა აპირებს პროექტზე დებატების გახსნას....

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, კალაძე სულ პირდება ხაიშელებს ჩამოვალ და დაგელაპარაკებითო, მაგრამ რატომღაც თავს იკავებს... საინტერესოა როდის ჩავა ხაიშში, ხუდონის საბაბით გუბერნიის მოთხოვნას რომ დააყენებენ სვანები? რატომ ვერ ახერხებს ენერგეტიკის სამინისტრო დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის აუცილებლობაში? იქნებ საქმე არაეფექტურ მართვაშია? მაგრამ კალაძე ხომ კარგი კაპიტანი იყო... იქნებ მთავრობა არ არის ჩამოყალიბებული? მაშინ კალაძის განცხადებები რას მივაწეროთ? ან პრემიერების გამოსვლები... ან იქნებ უფრო დიდი თამაშია, რომელსაც უბრალო მოკვდავები ვერ ვიგებთ? ერთი კი უდავოა, არც ერთ პროფესიულ დებატში ენერგეტიკის სამინისტრო არ, ან ვერ შედის... იქნებ პროფესიონალიზმისა და გამოცდილების ნაკლებობის ბრალია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ყოველთვის ასწრებს და თავის რელსებზე გადაჰყავს ენერგეტიკა. გარემოს დაცვა კი ვის ან რა თამაშს თამაშობს ამაზე დაფიქრება ღირს - ერთი ფაქტია ხეებს უფრთხილდებიან და ხე-ტყის ბიზნესს კი საერთოდ არავინ ეხება...

ისევ ფეხბურთი გამახსენდა, კალაძე წუხდა ქართულ ფეხბურთზე.....

კომენტარი