სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში ახალგაზრდა ქალი ზღვაში დაიხრჩო

ბათუმში, აკვა-პარკის სანაპიროსთან 35 წლამდე ქალი ზღვაში დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების სამსახურს აცნობეს, რომ ქალი ზღვაში გადახტა.
როგორც მამუკა თურმანიძემ განმარტა, სამაშველო სამსახურის მყვინთავმა ზღვაში მალევე იპოვა ქალი, თუმცა ის გარდაცვლილი იყო:
"ბათუმის სამაშველო სააგენტოს მყვინთავი ზაზა ვარშანიძე ზღვაში შევიდა და ქალბატონი იპოვა, მაგრამ ნაპირზე გამოყვანა ძლიერი ტალღების გამო ვერ შეძლო. მან ცხედარი სიღრმეში გაიყვანა, რის შემდეგაც სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა მყვინთავი და ცხედარი გემზე აიყვანეს. გარდაცვლილია 35 წლამდე თამრიკო დიასამიძე, რომელიც ბათუმში, ანგისის დასახლებაში ცხოვრობდა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
მისივე განმარტებით, უბედური შემთხვევის შესახებ დიასამიძის ოჯახის წევრებმა გაიგეს და ისინი სამაშველო ღონისძიების დროს სანაპიროსთან იმყოფებოდნენ.
ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100