სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი წმინდა მატათას სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული ტურნე დაასრულა. აჭარის რეგიონში გამართული სამუშაო შეხვედრების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი წმინდა მატათას სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრა, სადაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უმასპინძლა. მეუფემ პრემიერს ხელოვნების აკადემიის მშენებარე ობიექტი დაათვალიერებინა და აკადემიასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები გააცნო.
პრემიერ-მინისტრმა გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებიც მოინახულა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა. ბავშვებმა სტუმრების პატივსაცემად რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100