სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზარელი შემთხვევა: ექიმბაშის მალამომ მამაკაცს საფეთქელზე ხვრელი გაუჩინა

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენის მცხოვრები 55 წლის მამაკაცი, რომლის სახელი და გვარიც ინკოგნიტოდ რჩება საშინელი შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მამაკაცმა კანის კიბოსგან განკურნების მიზნით შეიძინა მალამო იმ ექიმისგან, რომელიც მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებით მუშაობს.

შედეგად კიბოთი დაავადებულ ავსტრალიერ მამაკაცს 2.5 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე ხვრელი გაუჩნდა თავზე.

ხალხური მეთოდებით მკურნალი ექიმისგან შეძენილ მალამოს დაზარალებული 4 თვის გამავლობაში ისვამდა კანზე. მედიისთვის უცნობია რა შეგრძნებებს იწვევდა ავადმყოფში მკურნალობის აღნიშნული მეთოდი, თუმცა შედეგი სავალალო აღმოჩნდა, ავადმყოფს თავის საშინელი ტკივილები დაეწყო, საფეთქელთან გაჩენილი ხვრელიდან კი თავში ჰაერი და მტვერი შედიოდა.

პაციენტის გასინჯვის შემდეგ ექიმები შოკში ჩავარდნენ, მათ მსგავსი არასოდეს არაფერი ენახათ.

მალამო, ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავს, ადგილობრივები მას „ეშმაკსეულ ბალზამს“ ეძახიან. გარდა ამისა მის შემადგენლობაში იყო შხამიანი ნივთიერებებიც.

პირველი დათვალიერების შემდეგ ექიმებმა მამაკაცისთვის ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა განხილვების შედეგად გადაწყდა, რომ ოპერაცია საჭირო არ იყო, ავადმყოფს წამლები გამოუწერეს და სახლში გაუშვეს.

(სტატია მომზადებულია დეილი მეილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100