სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მარნეული აგროს“ ბოსტნეულის წამოებას ექსპერტი ჯიმ ნეიბაუერი სტუმრობს

USAID-ის პროგრამის "ფერმერი ფერმერს" ფარგლებში „მარნეული აგროს“ ბოსტნეულის წამოების ექსპერტი ჯიმ ნეიბაუერი სტუმრობს. ამერიკელი ექსპერტი კომპანიის 2014 წლის სეზონისთვის მზადების პროცესს რამდენიმე კვირის განმავლობაში მიწის დამუშავების და ჩარგვის პროცესებს აკვირდება და სამურნეო საკითხებში საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

კომპანია მუდმივ ინფორმაციას ბოსტნეულის მოყვანის პროცესებზე ასევე შემდგომ ეტაპებზეც მიიღებს და საკუთარ რჩევებსა და რეკომენდაციებს, კერძდ თუ რა ქმედებებია აუცილებელი მოსავლის რაოდენობის გასაზრდელად.

სტუმარმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საწარმოში მიმდინარე საგაზაფხულო სამეურნეო სამუშაოები დაათვალიერა და „მარნეული აგროს“ პოტენციალი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასა.

საქართველოში ამ მისიით უკვე მეოთხედ ვიმყოფები. აქედან 3 ვიზიტის ფარგლებში ვმუშაობდი მარნეული აგროსთან. სოფლის მეურნეობის დარგი ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე საინტერესო სფეროა. „მარნეული აგრო“-მ საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა და საქმიანობას კარგად ართმევს თავს. პირდაპირი ჩათესვა არის მთელს მსოფლიოში საუკეთესო და აპრობირებული მეთოდი, ამას კი მარნეული აგრო“ ეფექტურად აკეთებს,“ - განმარტავს ჯიმ ნეიბაუერი.

„ჯიმ ნიუბაუერი უკვე მესამედ გვსტუმრობს და საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციებსაც იძლევა. წელს, კერძოდ პრობლემა გვქონდა, პომიდვრის წვეროს სიდამპლის კუთხით, რაც 40 პროცენტით ასუსტებდა მოსავალს. მან გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ამ პრობლემასთან მიმართებაში და საინტერესო რეკომენდაციები მოგვცა. ზოგადად, აღნიშნულ პრობლემას სამი რამ განაპირობებს; თესლი არ არის რეზისტენტული, მორწყვა არათანაბარია და სასუქი ნაკლებად მრავალფეროვანია. პირველი საკითხი გამოვრიცხეთ, რადგან თესლს ჩვენ საკმაოდ ცნობილი ბრენდებისგან ვყიდულოთ. ამ ეტაპზე ყურადღებას მივაქცევთ მორწყვას, ასევე წელს სასუქების შემადგენლობაშიც ცვლილებებს შევიტანთ,“ - განმარტავს „მარნეული აგროს“ დირექტორი ვანო ცუკილაშვილი.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-ზე მეტი დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100