სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ლიბერალური კვალი“ ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენა-გაყიდვაზე გიწვევთ

დღეს, 2 მაისს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. 7, I კოპუსი) გაიმართება ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“. საქველმოქმედო საღამოზე მოწვეული არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფები. გამოფენაზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ათამდე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის 40 -მდე ნამუშევარი. ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ: იური მეჩითოვი, გოგა ჩანადირი, ბადრი ვადაჩკორია, ანა ციციშვილი, ივანე გოგოლაძე, მირიან კილაძე, რომან თოლორდავა, ანრი აბაშელი, მარი ნაკანი-მამასახლისი, გიორგი აბდალაძე. გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ შერჩეული 4 ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ღონისძიების მიზანია საქართველოს მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო პროცესში. საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“ მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და ყოველ წელს გააფართოებს საქველმოქმედო საქმიანობის არეალს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100