სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია "ნატახტარის" "მადლობის საღამო" ქართველ მორაგბეებისთვის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, კომპანია "ნატახტარამა" მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა მიულოცა და საქართველოს რაგბის კავშირს ბონუსის სახით 150 ათასი დოლარი გადასცა.

დაჯილდოვებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მორაგბეებს იმ წარმატებებისთვის, რაც საქართველოს მოუტანეს.

მინისტრს სპორტში შეტანილი წვლილისთვის კომპანია "ნატახტარმა" საპატიო სიგელი გადასცა.

"კომპანია "ნატახტარამა, მშვენიერი საღამო მოაწყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გვაზეიმოს ის დიდი გამარჯვებები, რაც რაგბმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა "ნატახტარს" მხარდაჭერისთვის, ეს იმის დასტურია, რომ ბიზნესი აქტიურად ერევა სპორტულ საქმიანობაში და მისი როლი განუყოფელია სპორტის განვითარებაში", - აღნიშნა ლევან ყიფიანმა.

"დღეს, შეთანხმებისამებრ, კომპანია "ნატახტარი" ბონუსის სახით რაგბის კავშირს ურიცხავს 150 ათას ამერიკულ დოლარს ბონუსის სახით. გარდა ამისა, მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის სახელით, ყველა იმ ადამიანს და იმ ორგანიზაცია, რომელმაც ქართული რაგბის წარმატებაში შეიტანა თავისი წვლილი", - განაცხადა ნატახტარის მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.

საღამოზე შეკრებილები იყვნენ მორაგბებთან ერთად სპორტული მედიის წარმომადგენლები და ცნობილი რაგბის გულშემატკივარი.

კომპანია ნატახტარმა საპატიო სიგელებით ჟურნალისტებიც დააჯოლდოვა.

კომპანია "ნატახტარი" რაგბის გარდა, სხვადასხვა სპორტის სახეობებსაც უდგას გვერდში, მათ შორის ფეხბურთს. რამდენიმე კვირაში, ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. კომპანია "ნატახტარი" ქართველი გულშემატკივრისთვის აუცილებლად გამარათავს სპეციალურ ღონისძიებებს გულშემატკივრებისთვის.

"ჩვენ არამარტო სპორტს ვუჭერთ მხარს და ვასპონსორებთ ეროვნულ ფედერაცეიებს და ნაკრებებს, არამედ, ვცდილობთ ქომაგობის კულტურის განვითარებაშიც შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ვფიქრობთ, რომ გულშემატკივრობა, სწორი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე აუცილებლად გვექნება სპეციალური ადგილი, სადაც გულშემატკივრებს შეეძლებათ ერთად შეკრება, კარგი ლუდის დააგემოვნონ და საყვარელ გუნდს გულშემატკივრობა" - აღინიშნა საღამოზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100