„ნატახტარი“ მომხმარებელს 10 000 ლარის მოგების შანს აძლევს!

დღეს, 19 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში კომპანია „ნატახტარის“ნატახტარის ახალი გათამაშების შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა. გათამაშების დეტალებზე ისაუბრეს და პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა, პირველი არხის სპორტულმა კომენტატორმა დავით მინაშვილმა და ბაჩო ქაჯაიამ - გათამაშების წამყვანმა.

როგორც თორნიკე ნიკოლაიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 2014 წლის გათამაშების თემატიკა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. მისივე თქმით, გათამაშების მექანიზმი ეფუძნება თავსახურში გამოსახული რვა სიმბოლოიანი კოდის სპეციალურ ნომერზე - 9 11 01 - გაგზავნის პრინციპს. რის შემდეგაც მონაწილეს მიუვა საპასუხო მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც აცნობებს მას, იმ რიცხვს, როდესაც გათამაშდება მისი ნომერი. ასევე თითოეულ მონაწილეს მიენიჭება უნიკალური ნომერი, რომელითაც იგი შეძლებს საკუთარი თავის მონახვას გათამაშების ელექტრონულ ცხრილში კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.natakhtari.com და Facebook გვერდზე www.facebook.com/natakhtari. გამარჯვებულები გამოვლინდებიან პირდაპირ ეთერში და გადაეცემათ ფულადი პრიზები.

გათამაშების ათ ერთგულ და აქტიურ მონაწილეს გარანტირებულად ელით ფულადი პრიზი 5000 ლარის ოდენობით. მათი გამოვლენა მოხდება 13 ივლისს.

გათამაშების განმავლობაში ტრადიციულად იმოქმედებს ცხელი ხაზი: 0322 550 700.

ნატახტარის გათამაშების გათამაშების წესები:

8 მაისიდან ნატახტარის გათამაშებაში შესაძლებელია 1000, 5000 და 10 000 ლარის მოგება.

გააგზავნე თავსახურში მოთავსებული კოდი ნომერზე 9 11 01 და ავტომატურად გახდი გათამაშების მონაწილე.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში:

• 19 და 26 მაისს, 2 და 9 ივნისს - 23:30-ზე.

• 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29 და 30 ივნისს - 22:00-ზე.

• 1, 4, 5, 8, 9, 12 და 13 ივლისს - 22:00-ზე.

13 ივლისს, ასევე გამოვლინდება გათამაშების TOP 10 მონაწილე, რომლებმაც მთელი გათამაშების განმავლობაში (8 მაისიდან 13 ივლისამდე) ყველაზე მეტი სწორი კოდი გამოაგზავნეს SMS-ით ნომერზე 91101. თითოეული მათგანი მიიღებს 5 000 ლარს!

გათამაშებაში მონაწილეობს ლუდი ნატახტარის შემდეგი შეფუთვები:

• 0.5ლ შუშის ბოთლი

• 1ლ, 2ლ და 2.5ლ პლასტმასის ბოთლი

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 2 550 700

კომენტარი