სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია RMG დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიულოცეს

1 ივნისს, კომპანია RMG-ის წარმომადგენლებმა დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და მათვის დღესასწაული გამართეს.

სპეციალურად ბავშვებისათვის დაბაში მულტი-პულტის სამყაროს გმირები და ანიმატორები ჩავიდნენ და პატარებისათვის დაუვიწყარი შოუ პროგრამა გამართეს. ორივე საბავშვო ბაღის 315- მდე პატარასთან ერთად ზეიმს მათი უფროსი და უმცროსი დები და ძმებიც დაესწრნენ.

კომპანიის წარმომადგენლებმა ზეიმზე მოსულ ყველა ბავშვს საჩუქრად ტკბილეული, ხოლო საბავშვო ბაღებს მუსიკალურ ცენტრი -კარაოკე გადასცეს.

კომპანია RMG მხარს უჭერს ბოლნისის რაიონში სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტის განხორციელებას. ის სისტემატურად ეხმარება დაბა კაზრეთში არსებულ სკოლებს და საბავშვო ბაღს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100