შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

2011 წლის 26 მაისს 00:10 საათზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განთავსებული სცენის მიმდებარე ტერიტორიიდან ნინო ბურჯანაძემ, მის თანმხლებ პირებთან ერთად, ტერიტორიის მიტოვების მიზნით, კუთვნილი ავტომანქანებით განახორციელა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რა დროსაც ნინო ბურჯანაძის ესკორტში შემავალი ორი ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთს მართავდა ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე, ხოლო მეორეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია ზურაშვილი, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს. რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და მოქალაქე, ნოდარ ცხადაძე.

ასევე სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ , მათ შორის ოთხმა პოლიციელმა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაკავებისას ივანე ჩიღვინაძემ და ზაქარია ზურაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა.

კომენტარი