ახალი მანქანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს

24 ახალი მანქანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს - ჯანდაცვის სამინისტრომ სამსახურის ავტოპარკის განახლება დაიწყო.

ღონისძიებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი დაესწრნენ.
სამედიცინო წესით აღჭურვილი, “FORD”-ის მარკის ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდება.

სახელმწიფომ 180 ახალი ავტომანქანა შეიძინა, რისთვისაც ჯამში 11 მილიონამდე ლარი გამოყო.

"ეს არის თანამედროვედ აღჭურვილი მანქანები და ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოხდეს პაციენტების უსაფრთხოდ გადაყვანა. 2005 წელს რეგიონებში შევიდა „უაზის“ ტიპის ავტომანქანები, რომლებიც იყო გაუმართავი და ამავდროულად, წარმოადგენდა არა სახელმწიფო, არამედ სადაზღვევო კომპანიების კუთვნილებას. სერვისი იყო კატასტროფული. ავტომობილების უმრავლესობა იყო გაუმართავ მდგომარეობაში, რის გამოც, ვერ ხდებოდა პაციენტების უსაფრთხო გადაყვანა. იმის გამო, რომ გაუმართაობის მიზეზით მანქანა გზაში ჩერდებოდა, ყოფილა ფატალური შემთხვევებიც. ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება და ყველა რეგიონში იქნება თანამედროვე ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანები. ეს არის ჩვენი ჯანდაცვის პაკეტის შემადგენელი ნაწილი, რომლითაც ჩვენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას უზრუნველვყოფთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარი