ვის რა სიურპრიზს უმზადებს ვეფხვი?

2010 წელი ჯუნგლების მრძანებელის, თეთრი ლითონის ვეფხვის წელიწადია, რომელიც 2010 წლის 14 თებერვალს დიწყება. ჩინური ლეგენდების თანახმად, ვეფხვი მსოფლიოს ყველა კუთხის დამცველს განასახიერებს. ვეფხვის ლეგენდარული სახე მაგნიტივით იზიდავდა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებს, ამტიტომ ძველად გმირები ვეფხვის ტყავით შემოსილები დადიოდნენ, რაც მეტ მამაკაცურობასა და ძალაუფლებას ასახავდა. ვეფხვი სიძიერის სიმბოლოა - ამიტომ გასაკვირვი არ არის, რომ იგი სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო სიმბოლიკებზე ასახული. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, მალაზია და ბანგლადეში ვეფხვი სახელწიფო ნაციონალური ცხოველია.
2010 წლისგან კომპრომისებს ნუ ელით, რადგან ვეფხვის წელი ლითონის სტიქიით განისაზღვრება. ეს იმას ნიშნავს რომ რთული პეროდი დგება, შესაძლოა ავარიებმა, მასობრივმა მსვლელობებმა, სტიქიურმა მოვლენებმა და კატასტროფებმა იმატონ, თუმცა ამასთან შრომისმოყვარე და პრინციპული ადამიანები კარიერულ და ფინანსურ წარმატებებს მიაღწევენ. 2009 წელთან შედარებით ეკონომიკური თვალსაზრისით, ადამიანები მეტ ოპტიმიზმსა და ენერგიულობას გამოიჩენენ. ასტროლოგების წინასწარმეტყველების თანახმად სწორედ 2010 წელს პოსტკრიზისულ ფონზე ახალი ოლიგარქები და ბიზნესმენები გაჩნდებიან, რომლებიც მდიდრების სიაში ყველაზე პირველ ადგილებს დაიკავებენ.
ლითონის ვეფხვის წელიწადში (1950, 2010 წელი) დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული მამაკაცურობით გამოირჩევიან, თუმცა მოუთმენლები არიან და უმოქმედობას ვერ იტანენ, გაურკვევლობაში ყოფნისგან კი წყობილებიდან გამოდიან. თუ ბავშვი მზის ამსვლისა და ჩასვლის პერიოდში დაიბადა, ის ნამდვილი დამცველი იქნება.
ვირთხის წელიწადში დაბადებულები (1960, 1972, 1984, 1996, 2008). გონიერი ვირთხისთვის ვეფხვის წელიწადადი სიკეთIს მომტანი იქნება, ვინაიდან ვირთხები განსაკუთრებული ინტუიციით არიან დაჯილდოვებულები და წინასწარ შეუძლიათ სიტუაციიშ განსაზღვრა, რაც სხვა ნიშნებს არ ახასიათებთ. ვირთხის წელიწადში დაბადებულებს დამატებითი შემოსავლები ელით ახალ წელიწადში, ასევე კარგია ახალ წელიწადში ცოდნის მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება. ენერგიული და იმპულსური ვირთხა მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება და ახალი გარიგებებს, გაცნობებსა და მოგზაურობას წამოიწყებს, რაც მეტად ნათელს გახდის მის ცხოვრებას.
ხარის წელიწადში დაბადებულები (1961, 1973, 1977, 2009). 2010 წელიწადი ხარებს წინა წელში დაწყებული საქმიანობის წარმატებასა და აღიარებას მოუტანს. თუ თქვენ ყველაფერი კარგად გააკეთეთ ხარის წელიწადში, მაშინ საშიშიც არაფერია, წინ იმედისმომცემი პერსპექტივებისა და გეგმების განხორციელება გელით. განსაკუთრებით დიდ წარმატებას ფინანსური კუთხით უნდა ელოდოთ რაც 2009 წელს ნანატრი ნივთების შეძენას შეძლებთ. თამამად ჩამოიშორედ მეორეხარისხოვანი საქმეები და გეგმები, რათა ერთ კონკრეტულ მნიშვნელოვან საკითხზე მოახდინოთ კონცენტრაცია და წარმატებასაც მიაღწიოთ.
ვეფხვის წელში დაბადებულები (1962, 1974, 1986, 1998, 2010). ეს თქვენი წელიწადია, ასე რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც მოგესურვებათ. შეგიძლიათ თამამად წამოიწყოთ ახალი პროექტები და საქმეები, მაგრამ სწრაფ რეზულტატებს ნუ ელით, მოვლენები საკმაოდ გაიწელება, სამაგიეროდ შემოსავლიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი წელიწადია და მაქსიმალურად დაცულები ხართ, მაინც შეიკავეთ თავი ყოველგვარი ავანტიურული და საეჭვო გარიგებებისგან. აჯობებს თუ რჩევას პროფესიონალებს დაეკითხებით. 2010 წელმა შესაძლოა სოციალური სტატუსიც შეგიცვალოთ, ამასთან ახალ საფეხურზე გადაინაცვლებთ საზოგადოებაში და კარიერულ წრეში.
კატა/ კურდღელი (1963, 1975, 1987, 1999). კატას არ უყვარს ცვლილებები, როგორც წესი ცვლიულება მის წყნარ ცხოვრების რიტმს აფერხებს, ამიტომ 2010 წელი კატების ცხოვრებას მეტად გაართულებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს წელი ზებრასავით ცვალებადი იქნება კატებისთვის, თქვენ მაინც მიიღებთ წინა წლის სამუშაოს კარგ შედეგებს. დადგა დრო კატებმა განვლილი ცხოვრების შედეგები შეჯამონ, და სწორად გათვალონ პრიორიტეტები. თუ თქვნ შეძლებთ სწორად დაალაგოთ ყველაფერი თქვენს ცხოვრებში, შეძლებთ ყოველდღიური პრობლემების, მათ შორის ფინანსური, მოგვარებას. წელიწადი შესანიშნავად უხდება ადრე ჩაფიქრებული ცვლილებების განსახორციელებლად. სასარგებლო დროა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული რთული ოპერაციების განსახორციელებლად. (გაცვლა, შესყიდვა, რემონტი, რეკონსტრუქცია).
დრაკონის წელში დაბადებულები (1964, 1976, 1988, 2000). დამდეგი წელიწადი დრაკონისთვის წარმატების მომტანი იქნება და დასახული მიზნების განხორციელებაში დაეხმარება. როგორც იქნა დრაკონი გაბრწყინდება და შესაბამის ჯილდოსაც მიიღებს. ვეფხვის წელიწადში დიდ როლს თქვენი გარემოცვა ითამაშებს, თქვენი გეგმების განხორციელებაში დიდ როლს თქვენი მეგობრები ითამაშებენ. დრაკონებისთვის განუყრელი გახდება ისეთი თვისებები, როგორიცაა ენერგიულობა, სიცოცხლისუნარიანობა, ენთუზიაზმი და ქარიზმა, რაც თანამოაზრეების მოზიდვაში დაეხმარებათ. 2010 წელს შესაძლოა თქვენი პირადი ცხოვრებაც შეიცვალოს. (დაქორწინება, ნიშნობა, ახალი ურთიერთOბები, ბავშვების გაჩენა).
გველის წელში დაბადებულები (1965, 1977, 1989, 2001). ვეფხვის წელი საკმაოდ რთული იქნება გველის წელში დაბადებული ადამიანებისთვის, ამავდროულად ეს წელი დიდი წარმატებების მომტანიც გახდება. 2010 წელი გადამწყვეტი გახდება თითქმის ყველა ცხოვრების ეტაპზე, კარიერა მეტ შრომისმოყვარეობას და კარდინალურ ცვლილებებს მოითხოვს. გველს ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწევს, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ. ყველაფერი უმტკივნეულოდ ნამდვილად არ ჩაივლის, თუმცა მიღწევები თქვენს შესაძლებლობებს მაინც გასცდება. გველი თავბრუდამხვევ კარიერულ ზრდას იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ საკუთარ თავზე კონტროლს არ დაკარგავს და პროფესიულ მიღწევებს ოჯახურ ფასეულობებზე წინ არ დააყენებს. წელს როგორც არასდროს დაგჭირდებათ ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერა.
ცხენის წელიწადში დაბადებულები (1966, 1978, 1990, 2002). ნამდვილი არისტოკრატი - ცხენი 2010 წელს შემოქმედებით საქმიანობაში დიდ წარმატებებს მიაღწევს და შეძლებს თავისი თავმოყვარეობის დაკმაყოფილებას. ვეფხვის წელიწადი ცხენების პირად ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, შეაძლოა ქორწინებით ან ბავშვის გაჩერნით დაგვირგვინდეს. 2010 წელს ცვლილებები არა მარტო პირად ცხოვრებას, არამედ საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის შეცვლასაც ეხება. თქვენი ბიზნესი აგრეთვე შესანიშნავად განვითარდება, გაჩნდება ახალი პერსპექტიული კონტრაქტები ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან.
თხის წელში დაბადებულები (1967, 1979, 1991, 2003). 2010 წელი ქარაფშუტა თხას პრაქტიკულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას გაუჩენს. ეს თვისებები მას ახალ წელიწადში უსიამოვნებების აცილებაში დაეხმარება. ვეფხვის წელიწადი ცვლილებების მომტანი იქნება ურჩი თხებისთვის, ამიტომ მოძველებული აზრები და მეთოდები სასწრაფოდ თავიდან უნდა მოიშორონ. ახალი კარიერული პერსპექტივები თქვენი ბიზნესი ჰორიზონტებს გაზრდის, და უამრავ შესაძლერბლობებს მოგცემთ ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად. ახალ წელიწადი დატვირთულია ახალი კონტაქტებით, როგორთ საქმიან, ასევე პირად ცხოვრებაში. ახალი ნაცნობობა და მოულოდნელი დამთხვევები უმარავ მოულოდნელ შანს გაჩუქებთ, შესანიშნავი დროა გამოიჩინოთ თქვენი მომხიბვლელობა და არტისტიზმი.
მაიმუნის წელში დაბადებულები (1968, 1980, 1992, 2004). ვეფხვის წელიწადი მაიმუნისთვის არც ისეთი ადვილი იქნება, შეიძლება ითქვას სრესულიც იქნება. ცვლილებები შეეხება ოჯახურ ურთიერთობებსაც, რომლებიც არც ისეთი სასიამოვნო იქნება, შესაძლოა დიდ განხეთქილებამდეც მიხვიდეთ. საზოგადოებრი ურთიერთOბებს რაც შეეხება, აქაც ცვლილებები გელით, შესაძლოა სამსახურის, ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც მოგიწიოთ.
ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ცვლილება ექსცენტრიულ და ემოციურ მაიმუნზე ცუდათ მოქმედებს. თუმცა თუ მაიმუნი დაძლევს ყველა დაბრკოლებას, თავს უბედნიერესად იგრძნობს. გონივრობის გამოვლენისა და ემოციების მოთოკვის შემთხვევაში მაიმუნის წელიწადში დაბადებული ადამიანები გრანდიოზული გეგმების განხორციელებასა და პოპულარული ადამიანების გაცნობას შეძლებენ.
მამლის წელში დაბადებულები (1969, 1981, 1993, 2005). მამლისაგან ვეფხვის წელიწადი სამსახურებრივი მოვალეობებისა და თვითგანვითარების საჭიროებას მოითხოვს. გარდა ამისა, შესაძლოა იმ კოლექტივში მოხდეს ცვლიულებები, რის შედეგათაც მამალს დიდი შრომისუნარიანობის გამოჩენა მოუწევს. თუ მამალი კონცენტრირებას შეძლებს და წვრილმანებზე, ილუზიებზე და გარეგნულ ელემენტებზე დროს არ დაკარგავს, მაშინ წლის ბოლოს დიდი წარმატებებთა და კონკრეტული დადებითი შემოთავაზებებით ხელში შეხვდება.
ძაღლის წელში დაბადებულები (1958, 1970, 1982, 1994, 2006). ძაღლისთვის ვეფხვის წელი შემოქმედებითი გეგმების განხორციელების წელიწადათ იქნცევა. 2010 წელს ძაღლის წელში დაბადებულებს ყველაზე კარგი თვისებების გამოვლენის შანსს მისცემს, როგორც საზოგადოებრივ, ასევე პირად ცხოვრებქაში. ვეფხვი ამ ნიშნის ადამიანებს მეორე ნახევრის პოვნაშიც კი დაეხმარება. დაოჯახებული ძაღლების ოჯახებში კი შესაძლოა პატარაც გაჩნდეს. ყველა სფეროში წარმატებული ძაღლები უფრო მიზანდასახულები გახდებიან და თამამად შეებრძოლებიან არაკეთილმოსურნეებს. თუ ძაღლის წლიწადში დაბადებულები შეძლებენ ხელმძღვანელობის თვისებების გამოჩენას, მაშინ სავსებით გამარჯვებული გამოვა ყველა სიტუაციიდან.
ღორის/ ტახის წელიწადში დაბადებულები(1959, 1971, 1983, 1995, 2007). ღორის წელიწადში დაბედებულებისთვის ვეფხვის წელიწადი გადამწყვეტი გახდება. საგრძნობლად მნიშვნელოვანი ცვლილებები მის რადიკალურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება, სწორედ 2010 წელს შეძლებს ღორი სიძველესთან განშორებას და სიახლისკენ მობრუნებას. შესაძლოა ძველის ნოცილებაში ურთიერთობებიც მოვდეს, რომლებიც აღარ გჭირდებათ. მაქსიმალურად შეეცადეთ განთავისუფლდეთ მავნე და ცუდი ჩვევებისგან რათა ახალ წელთან ერთად ახალი ცხოვრებაც დაიწყოთ. სწორედ ახლა დგება ურთიერთგაგების მომენტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ცხოვრების შესაცვლელად. შესაძლოა ამ წელიწადში ოჯახური ოჯახური და საქმიანი კავშირების შესაქმნელად.

კომენტარი