ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქეთი კავალსკის ფოტოების გამოფენა გაიმართება

დღეს ისინი ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იბრძვიან!

13 მარტს, 18:00 საათზე საკრებულოს დარბაზში ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სისცოცხლისთვის“ ფარგლებში ქეთი კავალსკის ფოტოებისგამოფენა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იმ ქალბატონების ფოტოები - დღეს ისინი ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იბრძვიან!

ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.

ღონისძიებას დაესწრებიან „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.

ღონისძიების მსვლელობისას მოხდება „ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერ პეტიციაზე“ ხელმოწერების შეგროვება, რომელზეც ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის საკრებულო, რომელმაც უსასყიდლოდ დაუთმო დარბაზი გამოფენას.

შეგახსენებთ, რომ ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო. ამავე დღეს შემუშვდა კამპანიის მხარდამჭერი პეტიცია და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. კამპანიის მიზანია გაზარდოს საზოგადოების და სამთავრობო სტრუქტურების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ.

ძუძუს კიბო ქალებში სიმსივნეებს შორის გავრცელების მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ყოველწლიურად 1 000 000 ახალიშემთხვევა დიაგნოსტირდება და 900 000 ქალი იღუპება ამ დაავადებით. რვიდან ერთი ქალი ავადდება ძუძუს კიბოთი მისი სიცოცხლისგანმავლობაში. ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის თვალსაზრისით ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა მსოფლიოში. არსებობს ძუძუსკიბოს სხვადასხვა ტიპი. ქალებმა არ უნდა დაკარგონ ძვირფასი დრო და სიცოცხლე იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირომკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1200-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 800-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 800 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს.

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ახალმა აღმოჩენებმა და ინოვაციებმა გააღრმავა ცოდნა კიბოს შესახებ. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნამიღწეული დიაგნოსტიკის, სკრინინგის, ქირურგიის, რადიოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, კომბინაციური და დამიზნებითი ანუ თარგეთული თერაპიის თვალსაზრისით.

დამიზნებითი თერაპიის დროს პრეპარატი უშუალოდ მიმართულია და აინჰიბირებს სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პროცესს, რომელიცწამყვანი ფაქტორია ცალკეული სიმსივნეების განვითარებასა და ზრდაში. აქედან წარმოიშვა მისი სახელწოდებაც - „დამიზნებითი თერაპია.

რადგან დამიზნებითი თერაპია სპეციფიურად მიმართულია კიბოს უჯრედებზე, ის ძალზე ეფექტურია, ნაკლებ ზიანს აყენებს ნორმალურუჯრედებს და გააჩნია ნაკლები გვერდითი მოვლენები სტანდარტულ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. საქართველოში დამიზნებითი თერაპია არარის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის.

„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.

კომენტარი