სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძის Facebook-კონფერენცია, ანუ, სტილი დაცულია

სტატიის სათაურში მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ ნინო ბურჯანაძის ფბ-კონფერენციიდან ციტირებულ კითხვებსა თუ პასუხებში სტილი დაცულია და რომ მეორედ აღმოვაჩინეთ, როგორი სუსტი ყოფილა ერთ დროს საქართველოს პარლამენტის სპიკერი ორთოგრაფიასა და პუნქტუაციაში.

სიტყვათშეთანხმებაში: „სტილი დაცულია“, პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ ნინო ბურჯანაძემ ამ ვირტუალურ ურთიერთობაშიც არ უღალატა თავის პოლიტიკურ სტილს: რამდენიმე ადამიანი, ვინც მისთვის არასასურველი შეკითხვები დასვა, დაბლოკა, ხოლო მათ, ვისი დაბლოკვაც არ გამოდიოდა, რადგან მწვავე შეკითხვებს კორექტულად სვამდნენ - „სახალხო კრების“ აქტივისტები „მიუსია“. ამას გარდა, პრესკონფერენციის დასრულებისთანავე კითხვა-პასუხი გვერდიდან საერთოდ გაქრა. უპასუხოდ დარჩა მრავალი შეკითხვა, რომელიც წინასწარ დაანონსებულ დროში - 22-დან 23 საათამდე იყო დასმული.

„დრონი. ჯი“-მ რამდენიმე შეკითხვისა თუ მიმართვის „სქრინშოპში“ გადანახვა ან, უბრალოდ, კოპირებული ნიმუშის „ვორდ-დოკუმენტში“ შენახვა მანამდე მოასწრო, სანამ იგი „სახალხო კრების“ ფბ-გვერდიდან წაიშლებოდა. გთავაზობთ პასუხგაცემულ და პასუხგაუცემელ საინტერესო კითხვებს, შეკითხვის ავტორთა ფბ-ზე რეგისტრირებული ვინაობის ჩვენებით და შეგახსენებთ, რომ „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ სახელით გაცემული პასუხები ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნის. სწორედ ამ და სხვა კითხვებმა, მიმართვებმა, მოკითხვებმა, ნამუსზე შეგდებამ და ა.შ. „გაიელვა“ ერთი საათის განმავლობაში „სახალხო კრების“ ფბ-გვერდზე. პასუხგაცემულ შეკითხვებს, უპასუხოდ დარჩენილ რამდენიმე კითხვას, რამდენიმე მიმართვას და ონლაინ-კონფერენციის რამდენიმე სახალისო დეტალს ქვემოთ უკომენტაროდ შემოგთავაზებთ:

შერჩევითი პასუხებისა და დაბლოკვის შესახებ:

Elene Kvitsiani ქალბატონო ნინო, იქნებ კითხვებს უპასუხოთ არა შერჩევით არამედ ყველას, მიუხედავად იმისა, ეს თქვენთვის სასურველი იქნება თუ არასასურველი.

Giogeosun Tsivtsivadze კიდევ ერთხელ თუ წაშლით კითხვას დამთავრა რამე თანადგომაზე საუბარი

Elene Kvitsiani ქალბატონო ნონი, ბევრი ადამიანი, ვინც მწვავე კითხვებს გისვავდათ, დაბლოკეთ (არადა იმ კითხვებში უცენზურო არაფერი იყო), რატომ არიდებთ თავს თქვენთვის არასასურველ კითხვებს?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება დაიბლოკა მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანი, რომელიც მტკიცებით ფორმაში ხაზს უსვამდა ხელისუფლების პოზიციას და განაგრძობდა ამ კითხვების გამეორებას.

არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?

David Tvalchrelidze კიდევ ერთხელ ვსვამ ამ კითხვას: არის თუ არა რუსეთი დამპყრობელი?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება კიდევ ერთხელ გპასუხობთ რომ რუსეთის ჯარი უკანონდ დგას საქართველოს ტერიტორიაზე.

David Tvalchrelidze რატომ არ აფიქსირებთ ამას თქვენს ჩრდილოელ პარტნიორებთან შეხვედრაზე საჯაროდ? რატომ ესწრებით იმ ჯარის აღლუმებს, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული და რატომ უშლით ხელს ქართული არმიის აღლუმს?

რუსეთთან კავშირებისა და ურთიერთობის შესახებ:

Nino Kiknadze კიდევ როდის აპირებთ მოსკოვში ჩასვლას?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება როცა საჭიროდ ჩავთვლი

Tornike Khutsishvili ქაბატონო ნინო, როგორც ჩემთვის ცნობილია რუსეთში შესვლა ვიზის გარეშე შეუძლებელია, თქვენ ვისი მოწვევით გაძლევენ ვიზას?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება რუსეთის ხელისუფლების. სეგახსენებთ რომ მე მათ ოფიციალურად ვხვდები.

ბადრი ბიწაძის თემა:

Elene Kvitsiani რატომ გაიქცა თქვენი მეუღლე? თუ ასეთი უდანაშაულო იყო, აქ ვიღაცამ და წერა და მეც ვეთანხმები, რომ მართალი, უდანაშაულო ადამიანები არ იმალებიან, თქვენ არ მეთანხმებით?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება რას ამბობთ, თვლით რომ დღეს ყველა ვინც ციხეშია სამართლიანად ზის?

Shorena Gogoladze სად იმყოფება თქვენი მეუღლე?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება კითხეთ ვანო მერაბიშვილს!

ანზორიკო ბიწაძის თემა:

Dato Gelovani ქალბატონო ნინო, რატომ ფიქრობთ რომ კოჯრის ბატალიონმა „გრუ–ს სპეცრაზმთან უნდა გაარკვიოს ურთიერთობა“?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება ჯერ ფირის ავთნტურობაა გასარკვევი, რასაც ექსპერტიზა აკეთებს.

Elene Kvitsiani ქალბატონო ნინო, როცა თქვენი შვილი პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს, თქვენ მათ წინ გადაეღობეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ პოლიციელებს. რატომ არ გააკეთეთ იგივე, როცა თქვენი მიტინგის დაშლის დროს ათობით სხვისი შვილი დააპატიმრეს?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება იმ მიტინგზე ჩემი შვილიც იყო.და მასაც იგივე ემუქრებოდა რაც სხვას. სხვათა შორის დილის 3 სათამდე არ ვიცოდი სად იყო. მას ნამდვილი იარაღიდან ესროლეს. დიდი ბოდიში რომ არ მოვკვდი. მე ვაგრძელებ ბრძოლას.

Maka Kurtanidze qalbatono nino, rogorc tqven shvil, tqvenc ese fiqrobt, rom
qartuli jari "mtxlea"?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება ეს უკიდურესათ არაკორექტტული გამონათქვამი იყო მისი მხრიდან თუმცა გულისტკივილიდ ჯარის იმ ნაწილისადმი რომელიც ითმენს ასეთ მთავარსარდალს.

ირონიული შეკითხვები:

Giogeosun Tsivtsivadze დიახ მწვავე კითხვებს უნდა უპასუხოთ – ხომ არ გაცივდით წვიმის დროს ?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება კარგი ჯანმრთელობა მაქვს არა.მადლობთ რომ დაინტერესდით.

Elene Kvitsiani ქალბატონო ნონი, ობიანი, გნებავთ ტალახიანი პური გიჭამიათ?

წარმომადგენლობითი სახალხო კრება ტალახიანი არა და ობიანი პური მიჭამია!

პასუხგაუცემელი შეკითხვები:

Shorena Labartkava ქალბატონო ნინო, რატომ შეაიარაღეთ დემონსტრანტები „მოლოტოვის“ კოქტეილებით?

Tamar Giorgobiani ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი რატომ წავიდა ფეხით მიტინგიდან? თქვენ ესკორტში ადგილი აღარ იყო? მადლობა.

პირადი მიმართვები:

Shota Jikia kalbatono nino me piradat ar vapireb brdzolis sheckvetas,gidasturebt did pativiscemas tkven da mtel saxalxo krebas.gaumarjos kvela girseul adamians vinc ar apirebs brdzolis sheckvetas.ufali gfaravdet.

გიორგი ნაფიშვილი ის, რაც თქვენ ჩაიდინეთ არის არა მმართველი პარტიის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედება. სხვაგან თქვენნაირი "პოლიტიკოსი" უკვე ციხეში იქნებოდა და ის, რომ ეხლა თქვენ თავისუფლად დადიხართ მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს სისუსტეზე მეტყველებს. თქვენს ხელებს უდანაშაულო ადამიანთა სისხლი აცხია და ამ სისხლს ვერასდროს მოიშორებთ. ფუი, თქვენს ქალობას!

Shorena Labartkava ქალბატონმა ნინომ ისევ შეგვაქცია ზურგი. პრინციპში ეს მისი სტილია. რა კარგია რომ აქ მაინც ვერ გადაგვივლით ჯიპებით!!!!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100