სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფოლკლორის დღეების“ ფარგლებში გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება

„ჰით ბათუმი 2015“ ფოლკლორის დღეებით 6 ივლისს დაიწყო და 12 ივლისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები ქუთაისის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედას და ბათუმის მუნიციპალიტეტბიდან, ასევე სახელმწიფო ანსამბლები: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი", აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი". ისინი საინტერესო ნომრებს წარადგენენ ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ხულოსა და ბათუმის ღია სცენებსა და თეტრებში.

ფოლკლორი მუსიკის უნიკალური ჟანრია, რომელიც უცხოელების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს,”- მიაჩნიათ ფესტივალის ორგანიზატორებს.

საამაყოა, რომ ისეთი მასშტაბური ფესტივალი, როგორიცაა „ჰით ბათუმი 2015 6 ივლისს სწორედ „ფოლკლორის დღეებით“ დაიწყო. 12 ივლისამდე გაიმართება 14 კონცერტი და მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი. „ჰით ბათუმი 2015“ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ქალაქ ბათუმში და ჩვენი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნავს საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.

დღეს ხელვაჩაურის ღია სცენაზე ფოლკლორული ანსამბლი "ათძალი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "კოლხეთი" და ანსამბლი "კოლხა" წარსდგნენ. საღამოს კი ბათუმელებსა და მის სტუმრებს ანსამბლი „ბათუმი“ უმასპინძლებს. ხვალ, 10 ივლისს, ქედას ღია სცენაზე ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" , ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი", ქედის კულტურის ცენტრთან არსებული გოგონათა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი "იაგუნდი და სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი" საუკეთესო ნომრებს შეასრულებენ. მნიშვნელოვანია, რომ „ფოლკლორის დღეების“ ფარგლებში გამართულ კონცერტებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

ფოლკლორის მოყვარულებს დიდი სანახობა ელით. „ფოლკოლირს დღეები“ კიდევ 3 დღე გაგრძელდება და 12 ივლისს დასრულდება. ამ დღეს შუახევში სპეციალურ ნომრებს წარადგენენ სიმღერის ანსამბლები -"შუახევი", "ჭვანა", "მარეთი", ქორეოგრაფიული ანსამბლები "ზე-კართან", "ფესვები", "კახორი" (ხარაგაული).დასასრულს, ბათუმის საზაფხულო თეატრი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს "რუსთავს" უმასპინძლებს.

ფოლკლორის დღეები“, 9-12 ივლისი, 2015 წელი

9 ივლისი - ღია სცენა

17:00 - ხელვაჩაური (ფოლკლორული ანსამბლი "ათძალი", ქორეოგრაფიული ანსამბლი "კოლხეთი", ანსამბლი "კოლხა")

19:00 – "ბათუმი" (ბათუმი)

10 ივლისი - ღია სცენა

17:00 - ქედა (ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი "ელესა" , ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბეთლემი", ქედის კულტურის ცენტრთან არსებული გოგონათა სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი "იაგუნდი")

19:00 - სახელმწიფო ანსამბლი "ბასიანი"

11 ივლისი - ღია სცენა

17:00 - ოზურგეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი "გურია"

19:00 - ბათუმის საზაფხულო თეატრი (აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი).

12 ივლისი

17:00 - ღია სცენა (შუახევი - სიმღერის ანსამბლები -"შუახევი", "ჭვანა", "მარეთი", ქორეოგრაფიული ანსამბლები "ზე-კართან", "ფესვები", "კახორი" (ხარაგაული)

19:00 - ბათუმის საზაფხულო თეატრი (სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი")

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11

კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

ჰი ბათუმი 2015წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰი ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100